თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩვენებას აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე თურნავას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ყველაფერს კანონიერად აკეთებენ”.
შეგახსენებთ, ივანიშვილი ბაჩიაშვილს 8000-მდე ბიტკოინის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
კომენტარები