ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე „ღამის კურიერის“ ეთერში იმ დღეებს იხსენებს, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირდა.
მან საავადყოფოში თვეზე მეტი ხანი დაჰყო. ფოტოგრაფი ამბობს, რომ მდგომარეობიდან ამ დრომდე არ არის ბოლომდე გამოსული.
აბდალაძის თქმით, ჰქონდა სუნთქვის მწვავე პრობლემები და გადაადგილება თავისუფლად ჯერ კიდევ უჭირს.
„10 დღეა რაც გამოსული ვარ საავადმყოფოდან, ახლა გავდივარ რეაბილიტაციას. კიდევ რთული მდგომარეობა მაქვს, ფიზიკურად მიჭირს გადაადგილება და ახლა ვსწავლობ სიარულს, ფაქტობრივად,“ – ამბობს გიორგი აბდალაძე.
ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც დაინფიცირდა, ქვეყანაში იმუნიზაციის პროგრამა უკვე დაწყებული იყო, თუმცა ვაქცინაციის ჩატარება ვერ მოასწრო.
„ვფიქრობ, ვაქცინა რომ გამეკეთებინა, გადავურჩებოდი იმ ტანჯვა-წვალებას, რაც გავიარე იქ,“ – ამბობს გიორგი აბდალაძე.
კომენტარები