• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გინდათ, რომ ზიმბაბვეს და მუგაბეს წარმომადგენლები იყოთ უცხოეთში? – სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
18:21 11-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„გინდათ რომ ზიმბაბვეს და მუგაბეს წარმომადგენლები იყოთ უცხოეთში? ამიტომ მინდა, მოგმართოთ თქვენ, თქვენ ხართ ქართველები, თქვენ ხელფასს გიხდით საქართველოს მოსახლეობა, ისინი არიან გადასახადის გადამხდელები, თქვენ უნდა წარმოადგინოთ სრულიად საქართველო მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა“, – ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. 

„მინდა, მივმართო უცხოეთში აკრედიტირებულ საქართველოს დიპლომატებს, პრაქტიკულად ყველა საქართველოს საელჩო, რომელშიც თქვენ მუშაობთ, მათი 90% გახსნილია იმ დროს, როცა მე ვიყავი პრეზიდენტი, თითოეულ ამ საელჩოში ჩადებულია მთელი გული, ენერგია და ისინი არიან ჩაფიქრებული როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობები და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ძალის ან მითუმეტეს ერთი ადამიანის.

თქვენ ნახეთ, რა მოხდა საქართველოში, თუ პირველ ერთ-ორ დღეში შეიძლება რამე ეჭვი კიდევ გვქონოდა რომ, მართლა ხომ არ მოიგო ივანიშვილმა და მართლა ხომ არ აბუქებს რამეს სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები, ახლა როცა გამოდის ციფრები, ოქმები, ვიდეო მასალები, საერთოდ ეჭვი არ ეპარება არავის უკვე, მათ შორის ჯერჯერობით მმართველ ჯგუფში, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია.

მაგალითად, ბათუმში არის გაყალბებული 70-80%-ით, წყალტუბოში ნანუკა ჟორჟოლიანი სადაც იყრიდა კენჭს გაყალბებულია 50% -ით დაახლოებით, საბურთალოში გაყალბებულია დაახლოებით 50%-60%-ით და უამრავ სხვა ადგილზე. პრაქტიკულად ყველგან არის გაყალბებული.

ასეთი მასშტაბის მოპარვა მე მახსენდება ბოლოს ზიმბაბვეში. თქვენ გინდათ რომ ზიმბაბვეს და მუგაბეს წარმომადგენლები იყოთ უცხოეთში? ამიტომ მინდა, მოგმართოთ თქვენ, თქვენ ხართ ქართველები, თქვენ ხელფასს გიხდით საქართველოს მოსახლეობა, ისინი არიან გადასახადის გადამხდელები, თქვენ უნდა წარმოადგინოთ სრულიად საქართველო მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა.

პირველ რიგში, იმედია, რომ ბევრი თქვენგანი იტყვის სიმართლეს და გაემიჯნება ამ უბედურებას ისე, როგორც ეს ქნა გუშინ საარჩევნო კომისიის ძალიან მნიშვნელოვანმა წევრმა ბურდულმა, ისევე როგორც ეს თქვა გიგი გიგიაძემივერი მელაშვილს როცა დაუდგა გვერდზე, მაგრამ თუ ამის უნარი ჯერ არა გაქვთ, მინიმუმ შეწყვიტეთ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ტირაჟირება რომელსაც გაწვდიან „ქართული ოცნების შტაბიდან“. ეს არ ემსახურება მშვიდობიან და წყნარ გადაწყვეტას სიტუაციის“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved