• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გინდათ დაიწიოს ფასებმა და ხალხმა შვება იგრძნოს?” – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
22:30 02-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,446

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:

,,გინდათ დაიწიოს ფასებმა და ხალხმა შვება იგრძნოს? კომისია კი არ უნდა შექმნათ, არამედ იმოქმედოთ:

1) აკრძალეთ სლოტ–კლუბები და ონლაინ აზარტული თამაშები, რითაც რამდენიმე მილიარდის ლარის ქვეყნიდან გასვლას შეაჩერებთ;
2) საპენსიო ფონდის ფულით შექმენით სახელმწიფო ბანკი და არსებულ კომერციულ ბანკებს მადა დაუოკეთ, მათი მფლობელებიც ძირითადად უცხოელები არიან და ასევე დიდძალი ფულის ქვეყნიდან გასვლას შეაჩერებთ;
3) შეამცირეთ პარლამენტართა რიცხოვნობა, არაფერში გვჭირდება 150 კაციანი პარლამენტი, 80 კაციც სრულიად საკმარისია, რითაც მილიონები დაიზოგება;
4) გააუქმეთ სემეკი, საკონსტიტუციო სასამართლო და სხვა არაფრისმკეთებელი მუქთამაჭამელები;
5) შეამცირეთ სამინისტროში გაბერილი შტატები და უამრავი სიპები, სადაც საახლობლო გყავთ დასაქმებული;
6) გააუქმეთ გლდანის ბიტკოინის მწარმოებელ კომპანიას თავისუფალი ეკონომიკის სტატუსი და გადაახდევინეთ დენის საფასური, ახლა რომ მოსახლეობას ახდევინებთ;
7) დაწიეთ გაზის გადასახადი, თავისუფლად შესაძლებელია, რადგან მოხმარებული გაზის მესამედს აზერბაიჯანი ტრანზიტის სანაცვლოდ გვაძლევს. დენის და გაზის ტარიფის დაწევა ყველაფერზე დაწევს ფასებს;
8) შექმენით სასურსათო უსაფრთხოება და ყოველწლიურად 1,7 მილიარდი ლარის იმპორტი ჩაანაცვლეთ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციით, ესეც თავისუფლად შესაძლებელია, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო;
9) მოაწყვეთ “ემიგრანტ ქართველ ბინესმენთა კონგრესი” და ყველას ვინც ფულს ჩადებს ეკონომიკაში, ქარხანა–ფაბრიკის შექმნაში, გაათავისუფლეთ 2 წლით გადასახადისგან, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის;
10) დაელაპარაკეთ საერთაშორისო წამყვან მწარმოებელ ბრენდებს და შესთავაზეთ საქართველოში წარმოების ფილიალების გახსნა და ასევე დააინტერესეთ სხვადასხვა შეღავათებით!

3,7 მილიონი ქვეყნის ფეხზე დაყენებას მხოლოდ სურვილი და მონდომება სჭირდება, მაგრამ როგორც მანერჰეიმი ამბობდა: “ამის გასაკეთებლად სათავეში პატრიოტი კაცია საჭირო, ვაჭრუკანების და კარიერისტების აშენებული ქვეყანა არავის უნახავს”.

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved