• რეკლამა
  • კონტაქტი
16:22, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ღმერთო დიდხანს მიცოცხლე, უსაშველოდ მიყვარს და მადლიერი ვარ მისი…“ – რას წერს ზურა შევარდნაძე

ალია ავტორი - ალია
13:40 12-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

„გარდენიას“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ჟუჟუს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა, თავდაუზოგავმა შრომამაც თავისი ქნა და დაავადდა. ათჯერ მაინც მოკვდა და გაცოცხლდა, კაცმა არ იცის რამდენჯერ გამოვიტირეთ.

ერთხელაც მირეკავს მისი ქალიშვილი, ელისო და მიყვება, რომ ახლა ნამდვილად კვდება.. დავყარე ყველაფერი და გავიქეცი არამიანცში, ასევე მის ნამოწაფართან ერთად. პალატაში ბნელა, ჟუჟუ მიუერთებიათ აპარატებზე, ძვლივს სუნთქავს. “მესამე დღეა თვალიც არ გაუხელია, არც ლუკმა გადაუყლაპავს, არც წვეთი წყალი დაულევია, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. იმედს არ გვაძლევენ..” შემოგვჩივლა დაბნეულმა და უძინარმა ელისომ.
საშინლად ვიდარდე, ვეფერე, ნაშრომი ხელები ვუკოცნე და ცრემლებიც გადმოვყარე… მივხვდი რომ მართლა ვემშვიდობები საყვარელ მასწავლებელს. მან ხომ ჩემთვის არაფერი დაიშურა, იმაზე მეტი მასწავლა და მომცა ვიდრე შეეძლო, ყველაფერი ემეტებოდა ჩემთვის.

ხომ არ გამოვიქცეოდი? მივჯექით იქვე პალატის კუთხეში და ველაპარაკები ჩემსავით ჟუჟუს ნამოწაფარს დროის გასაყვანად. ვუყვები რა უამინდო გაზაფხულია, რომ ჩითილი მილპება, თუ მზემ არ გამოანათა ყველაფერი თავიდან მექნება დასათესი, დაჯგუთვას ვერ ავუდივართ და სათბურში სინესტის გამო სათეს ყუთებს ობი მოედო, ძალიან ვდარდობ..

უცებ ხმა საიქიოდან: „მარგანცოვკით მორწყით მაააარგაააანცოოოოვკიიიით… ნახშირი დანაყეთ და მოააააყააარეთ.”

ჟუჟუ გაცოცხლდა!!! მას შემდეგ ვინ იცის მერამდენედ მოკვდა და ისევ გაცოცხლდა… 15 წლის წინ იყო ეს ამბავი, გუშინ ვნახე, კაკაბივითაა. არც გუშინ დაიშურა რჩევა დარიგებები.

ღმერთო დიდხანს მიცოცხლე. უსაშველოდ მიყვარს და მადლიერი ვარ მისი”,-წერს, ზურა შევარდნაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved