• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღირსებადაკარგული ვეტერანი სპორტსმენები გადმოგდებულ ლუკმას ელოდებიან…”

ალია ავტორი - ალია
16:55 11-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

სპორტული ჟურნალისტი, გიორგი ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამ თემაზე ცალკე მოთხრობის დაწერა მინდოდა, მაგრამ რახან აქტუალური თემაა ბარემ აქვე ვიტყვი:

უკვე დიდი ხანია რაც სპორტული ჟურნალისტი ვარ და “სპორტულ” წრეში ვტრიალებ. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ მიმართულებას ვხელმძღვანელობდი და მენეჯმენტის საკმაოდ მაღალი პოზიცია მეკავა, ხშირად მიწევდა ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება და სტადიონიდანაც ნაკრების თამაში ხშირად წამიყვანია…

ხოდა არაფერი მინახავს იმაზე გულისამრევი, რასაც ქცია პრივილეგირებული ადამიანებისთვის განკუთვნილი ლოჟა და იქ მოთავსებული მედროვე ხალხი. ამ ადგილიდან ფეხბურთის ყურება არასდროს მომდომებია.

არაერთხელ დავკვირვებივარ ამ ლოჟას, რომელიც საკომენტატორო სივრცის გვერდით არის და ბევრი დასკვნაც გამიკეთებია. იმაზეც მიფიქრია, რომ ეს ადგილი ჩვენი ქვეყნის ყველანაირი უბედურების და პრობლემის განსახიერებაა.

პროვინციული აზროვნების მედროვე ხალხი, სხვისი @რაკის ლოკვით და კონფორმიზმით მოპოვებული პრივილეგიები და ამ ყველაფერის ერთობლიობა, ერთ სივრცეში, რისი დაგვირგვინებაც არის შესვენებაზე “ფურშეტი”. ეს კომუნისტური გულისამრევი აურა რაც იქ ტრიალებს ნამდვილად უნიკალურია თავისი მყრალი სუნით. თუმცა ეს სუნი რომ იგრძნო ჯერ ალბათ ადამიანი უნდა იყო და უბრალოების შეგრძნება უნდა გქონდეს.

ღირსებადაკარგული ვეტერანი სპორტსმენები, რომლებიც სახელმწიფოსგან გადმოგდებულ ლუკმას ელოდებიან, მედროვე უღირსი ჩინოვნიკები, ცხოვრებით “დაცვაში ჩამდგარი” სპორტის “მესვეურები”… რამდენნაირი წურბელა არ მინახავს ამ ადგილას, სხვადასხვა გაქანების, რა თქმა უნდა, მაგრამ გინდათ გითხრათ მათ ყველას რა აერთიანებს, საერთო მათში რა დავიჭირე? ამ ხალხს თვალებში როდესაც ჩახედავ, თითქმის ყველას ჩა@მული გიყურებს, შეშინებული დამფრთხალი თვალებით… ამ ადამიანებმა იციან, რომ ის ბინძური “პრივილეგიები” რაც აქვთ, თავიანთი შრომით არ მოუპოვებიათ და შეშინებულები არიან რომ უცებ ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ დაკარგონ. აი ამ შიშით არსებობენ და ცხოვრობენ მუდმივად. ეს რა წყევლა არ არის? ამ დროს მეცოდება ხოლმე ასეთი ხალხი, თავიანთივე პროვინციალიზმის ტყვეობაში არიან და ილუზიებში ცხოვრობენ, რომ ვითომ რაღაცას წარმოადგენენ…

თუმცა ჩვენი პრივილეგირებული ლოჟა და ის აურა, რაც მანდ ტრიალებს, საქართველოს ბევრი პრობლემის განსახიერებაა. სანამ ეს საბჭოთა სული ამ ქვეყნიდან ერთხელ და სამუდამოდ არ ამოიძირკვება, მანამდე არაფერი გვეშველება.”

რაც შეეხება უშუალოდ თამაშის მიმდინარებას, მასზე გიორგი ზურაბიშვილი წერს:

“თანამედროვე ფეხბურთში შეტევა იწყება დაცვიდან და დაცვა იწყება შეტევიდან! სანამ ამას არ შევისისხლხორცებთ, მანამდე წარმატებას ვერ მივაღწევთ. მეტოქის პრესინგის დროს ბურთის გათამაშება და შეტევის დაწყება თუ არ შეგიძლია, თამაშს ვერ მოიგებ! მეკარე რომ წინ იგერიებს ბურთს, რამდენჯერმე დააგდებს ცენტრფორვარდი, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია… სულ ერთხელ იყო მთელ თამაშში, რომ დაცვიდან კარგად ამოვედით და ბურთი კარგად გავათამაშეთ.

დაცვაში კიდევ უკან რომ ჩაჯდები და მეტოქის ნახევარზე პრესინგს არ თამაშობ, ვერ მოიგებ! რა მომენტებიც გვქონდა, ისინიც პრესინგის წყალობით შევქმენით და უფრო მეტი პრესინგი უნდა გვეთამაშა. დაცვის ხაზი უნდა აგვეწია და მეტოქეს მათსავე ნახევარზე უნდა დავხვედროდით. თუმცა სამწუხაროდ ეს მაკედონიამ გააკეთა და არა ჩვენ…”

თეგები: გიორგი ზურაბიშვილიფეხბურთის ფედერაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved