• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბაშვილს ყველა ცრუ განცხადებაზე პასუხისგება მოუწევს – ანაკლიის კონსორციუმი

ალია ავტორი - ალია
12:44 12-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) პრემიერმინისტრის გაკეთებულ განცხადებებს მცდარს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს პასუხისგება ყველა ცრუ განცხადებაზე.

“ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა. მან ასევე წარმოადგინა პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმა, რომელსაც წარმატება არ უწერია.

გვინდა პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში. მას მოუწევს პასუხისგება დღეს გაკეთებულ ყველა ცრუ განცხადებაზე.

ADC-ს სურს გამოყოს რამდენიმე ყველაზე დრამატულად მცდარი და შეცდომაში შემყვანი პუნქტი პრემიერ მინისტრის გამოსვლაში:

1. მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, მაშინ როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია. ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში. მაშინ ეს ვერ მოხერხდა კორუფციის რისკის გამო და იგივე იქნება ახლაც. უფრო მეტიც, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას.

2. სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო.

3. დაუჯერებელია, რომ მთავრობა 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ანაკლიის პორტის პროექტში, ნაღდი ფულის სახით ბიუჯეტიდან ან სხვა სახელმწიფო სახსრებიდან, მაშინ როდესაც მან უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის სახით (არა ნაღდი ფულის) გაცემაზეც კი, რომ ხელი შეეწყო ADC-თვის პორტის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მოპოვებაში.

4. მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია. მან 2020 წლის თებერვალშიც კი თქვა, რომ “ორ კვირაში” გამოაცხადებდა ხელახალი ტენდერის გეგმებს. პრემიერ-მინისტრი ახლა მხოლოდ იმის გამო ლაპარაკობს, რომ პროექტზე დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც ფარდას ხდის ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებას ამ პროექტის შეწყვეტაში.

5. ანაკლიის ტრაგედიაზე, და აქ განსაკუთრებით იგულისხმება უმუშევრად, დამსხვრეული იმედებით და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დარჩენილი ანაკლიელების ტრაგედია, პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომელმაც შეაჩერა და არ მისცა საშუალება ADC-ს, რომ დაესრულებინა დაწყებული პროექტი. საქართველოს მთავრობა ფლობს, აკონტროლებს და უგულებელყოფს ამ ადგილს უკვე თითქმის სამი წელია – მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება ADC-სთან. მთავრობას თითი არ გაუნძრევია და ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს იმ გარემოსდაცვითი პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც მათ პროექტის შეჩერებით გამოიწვიეს ანაკლიაში. არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასრულებასა და განვითარებაზე უზრუნიათ ანაკლიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მით უმეტეს თუ პორტის მშენებლობის განახლებას აპირებენ.

6. პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე. პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ბანკებისა და კერძო ინვესტორებისთვის, რომ დაეფინანსებინათ უფრო დიდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით რთულ ვითარებაშია, რადგან პანდორას დოკუმენტები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბატონ ივანიშვილს დიდი ხანია აქვს ბიზნეს ინტერესი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, რაც დამოკიდებულია ფოთის პორტის განვითარებასა და გაფართოებაზე. ამიტომ პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში.

7. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტმა დაადასტურა, ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული (და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა).

8. და ბოლოს, პრემიერმა ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ ADC მუდმივად ცდილობდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი აქციონერებისთვის არბიტრაჟის დაწყება იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ, რომ ADC-ს მიცემოდა ინვესტორებისა და ბანკებისგან პროექტის დაფინანსების მოპოვებისა და მისი მშენებლობის დასრულების საშუალება. საარბიტრაჟო საქმეში ზიანის ანაზღაურების შესახებ ADC-ის მოთხოვნა აუცილებელია იმისათვის, რომ დაიცვას თავისი და მისი აქციონერების კანონიერი უფლებები. მაგრამ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი გროშის დახარჯვის გარეშე შეუძლია მოაგვაროს დავა, თუ გონივრულად და კეთილსინდისიერად მოილაპარაკებდა ADC-თან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასასრულებლად საჭირო ინვესტიციისა და დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

9. ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება – უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა”,- აღნიშნავენ კონსორციუმში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved