• რეკლამა
  • კონტაქტი
17:43, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბაშვილს ძეგლი ეკუთვნის.. სააკაშვილი კი ზელენსკის მილიარდებს მისტირის…ნორმალური ქალი, ასი რომ ჰქონდეს, ერთს არ დაანახებს მაგ ჟღვლინტიან მშიშარას…” – მანჩო გიორგობიანი

ალია ავტორი - ალია
18:23 04-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,237

უფლებადამცველი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს და საზოგადოებას მიმართავს:

“ადეკვატური ადამიანები, აქედან ნაწილი ისეთები, ვინც ოცნებას არ აკლებდა კრიტიკას, ზოგიც სულაც სხვა პარტიის გულშემატკივარია, დღეს ყველას ერთი ტექსტი აქვს (მეც მათთან ერთად) – მადლობა ღმერთს რომ ღარიბაშვილი გვყავს, თორემ დღეს ომში ვიქნებოდითო, ზოგიც პირდაპირ მეუბნება – ძეგლი ეკუთვნის, რასაც პრემიერმა ზეწოლას გაუძლო და უძლებსო -აქ, უფრო მეტად გარეშე ძალები იგულისხმება, თუმცა არც აქაური ლეშიჭამიები აკლებენ.. ყველა ყველაფერს ხედავს ჩემს გარშემო და აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს მოვლენებს…
რაზე გამახსენდა ეხლა (ახლა) და სააკაშვილი რომ უკრაინისთვის გამოყოფილ მილიარდებს გაეტირა..
მოენატრა ბოროტ ტრაკიმასხარას ძველი დრო…
აგერ, მსოფლიო ბანკის მონაცემებიდან , 2008-2010 წწ. სააკაშვილს და მის ხროვას აღებული აქვთ 4,5 (ოთხნახევარი) მილიარდი დოლარი საჩუქრად, რაც გაუბედურებული და კრიზისში მყოფი ქვეყნის ასაშენებლად უნდა მოეხმარათ..
ქვეყანა და ხალხი კი არა, დევნილებს არ აღირსეს არაფერი, ხრიოკზე აშენებული სოროები -ხის ჩეჩმებით (აბაზანის გარეშე რომ აკადრებ, თან დასცინოდნენ, არ არიან მიჩვეულებიო, ევროპარლამენტარებს უთხრეს!) და ამასაც ამადლებდნენ. იმ პრიმატი კობასუბელიანის სამინისტროს სარდაფი გამოტენილი იყო საქველმოქმედოდ გამოგზავნილი საყოფაცხოვრებო ახალი ტექნიკით, ისე დააჟანგეს, რომ ესეც არ აღირსეს ადრესატს, …
აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს მხოლოდ ამ ხელისუფლების დროს ეღირსათ ადამიანური მოპყრობა და პრივილეგიები, როგორ შეიძლება მი)(უილო ენატრებოდეთ, ძაღლადაც რომ არ აგდებდა და პირდაპირ ქუჩაში ყრიდა, როცა მოეპრიანებოდა, მიტინგსაც ვერ უბედავდნენ , არ იყო ასე?! …
და კეზერაშვილს იმდენი იარაღი გააყიდინეს, რომ 2008 წლის მერე ოფიციალური მილიარდერი გახდა…
ბოლოს ჰილარი კლინტონიც კი გადარიეს, ისეთები მოიწერა…
ცალკე გაეროს ანგარიში დაიდო, სადაც წერია, რომ უკრაინისგან თვითღირებულებაზე ბევრად ძვირად ვყიდულობდით იარაღს ( არავინ გვჩუქნიდა და კიდევ , ძალიან ბევრი ბრაკი და გამოუსადეგარიც აღმოჩნდა ომის დროს)…
ჰოდა , ამიტომ მიტირის სააკაშვილი ზელენსკის მილიარდებს, კიდევ მოაწყობდა აქ ფრონტს, გადააბუგინებდა ნახევარ საქართველოს, კიდევ ამოწყვეტდა ახალგაზრდებს , კიდევ დაგვიმატებდა 200 ათას დევნილს , ააწიოკებდა მსოფლიოს მათ საცოდაობაზე და მერე თვითონ ისევ ჩაიჯიბავდა მათ დასასახლებლად გამოგზავნილ მილიარდებს…
აბა, მაგის ჰარამხანას მანჰეტენზე ნაჩუქარ ბაითებში კარგი ცხოვრება ხომ უნდათ და მსოფლიო ვარსკვლავებს მილიონები როგორ გადაუხადოს, მაგისმა უთავმოყვარეო ყვანჩალამ რომ დუეტები წეროს (მაინც არაფერი ეშველა, მაგრამ მაინც)…
აბა, ნორმალური ქალი , ასი რომ ჰქონდეს, ერთს არ დაანახებს მაგ ჟღვლინტიან მშიშარას… ფუФ
ძალიან მაინტერესებს, ვინ როგორ ფიქრობთ , როგორ აფასებთ ამ ომს?
მე ვთვლი, რომ თუ მაინც ნეიტრალიტეტი უნდა ჰქონოდათ, რაღაზე დაანგრიეს და დააქციეს ქვეყანა?
დაღუპულებს რა ეშველება, თორემ აშენებით კი აშენდება როდესღაც…
თუ არ ვარ მართალი, ესეც მითხარით.” – წერს გიორგობიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved