ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პრემიერმინისტრის მუქარას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “მუხლების დამატებაზე” გაკეთებული განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმის პოლიტიკურობა დაადასტურა.
გლუკსმანის თქმით, გაუგებარია რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში წყვეტს პრემიერი, ვის რამდენი ბრალი წაუყენონ და ვინ რამდენი ხანი გაატაროს საპატიმროში.
“არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას ფიქრობს სააკაშვილზე, მთავარი ისაა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი და ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს ყველამ იცის და პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა საკუთარი პირით თქვა, რომ თუ სააკაშვილი კარგად მოიქცევა ციხეში, ანუ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს მაშინ მას დამატებით მუხლებს არ წაუყენებენ, და თუ ცუდად მოიქცევა, ანუ კიდევ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მაშინ მეტ დროს გაატარებს ციხეში. რას ნიშნავს ეს?! რომელ დემორკატიულ ქვეყანაში წყვეტს პრემიერმინისტრი ვის რამდენი ბრალი უნდა წაუყენონ და ვინ რამდენი ხანი უნდა გაატაროს საპატიმროში, ასე რომ, თუ აქამდე ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ახლა ღარიბაშვილმა თავად აღირა ყველაფარი, მან ხელი მოაწერა, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე”, – თქვა გლუკსმანმა.
კომენტარები