• რეკლამა
  • კონტაქტი
04:37, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიის ინფორმაციით, პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა – DW

ალია ავტორი - ალია
10:57 03-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთისგან გარანტიები მიიღეს, რომ ევროპას რუსული გაზის მიწოდების სანაცვლოდ რუბლის გადახდა არ მოუწევს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შოლცს უთხრა, რომ ევროპულ კომპანიებს ევროთი გადახდის გაგრძელება შეუძლიათ.

შოლცთან სატელეფონო საუბარში პუტინმა თქვა, რომ თანხა ჯერ გაზპრომ ბანკში გადაირიცხება, შემდეგ კი რუსეთში – რუბლებში. გაზპრომ ბანკი, ამ დროისთვის, სანქცირებული არ არის.

“შოლცი ამ პროცედურას საუბარში არ დათანხმდა, თუმცა მის უკეთ გასაგებად წერილობითი ინფორმაცია ითხოვა”. – წერია განცხადებაში.

23 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, “რომ არამეგობრულ ქვეყნებში” გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა.

“ხელისუფლებას ვთხოვ, მისცეს გაზპრომს შესაბამისი დირექტივა მოქმედ კონტრაქტებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ყველა უცხოელ მომხარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეასრულონ აუცილებელი ოპერაციები და უნდა შეიქმნას მათთვის გასაგები, გამჭვირვალე საგადასახადო პროცედურა, მათ შორის ჩვენს საფონდო ბირჟაზე რუსული რუბლის შეძენისას. ვთხოვ რუსეთის ბანკსა და ხელისუფლებას ერთი კვირის განმავლობაში განსაზღვრონ ასეთი ოპერაციების შესრულების წესრიგი”. – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

ფაქტობრივად, რუსეთმა პოლიტიკური პროცესები დააჩქარა. ამ ნაბიჯით, ევროპელ ლიდერებს მოუწევთ ენერგეტიკული პოლიტიკის სასწრაფო ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ მათ არ სურთ რუსული ვალუტის გამყარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 27 იანვრის მონაცემებით, გაზპრომის შემოსავლების 58% ევროს ვალუტაშია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved