დღეიდან გერმანიაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. შეზღუდვები ასევე გაუქმდა მათთვისაც, რომლებმაც უახლოეს წარსულში კორონავირუსი გადაიტანეს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
კერძოდ ამ ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ სხვა ადამიანებს, მათთვის არ მოქმედებს „კომენდანტის საათის“ და სხვადასხვა შეზღუდვები. მათ აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა უცხოეთში გამგზავრებამდე.
ვაქცინის ორივე დოზით აცრილებს აღარ ექნებათ ვალდებულება, წარადგინონ უარყოფითი პასუხის მქონე ტესტები კორონავირუსზე მაღაზიებისა და სილამაზის სალონებში ვიზიტისას. თუმცა, ამ პირებს ისევ ექნებათ ვალდებულება ატარონ პირბადე.
რობერტ კოხის ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, გერმანიაში სრულად ვაქცინირებულია 7.6 მილიონამდე ადამიანი, რაც 9.1 %-ს შეადგენს. ვაქცინის პირველი დოზით აცრილია დაახლოებით 27 მილიონი ადამიანი, რაც 32.3 %-ია.
კომენტარები