გერმანიაში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა პანდემიის დაწყებიდან უმაღლეს დონეს მიაღწია. აღნიშნულს გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემები ცხადყოფს.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ავადობის შვიდდღიანი მაჩვენებელი (გასული კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა) 201.1-მდე გაიზარდა, რაც გასული წლის დეკემბერში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს (197.6) აღემატება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში, კორონავირუსის 4 767 033 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 96 558 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
5 ნოემბერს, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის თვალსაზრისით, გერმანიაში ძალიან რთულ პერიოდი იწყება.
2 ნოემბერს, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არავაქცინირებული მოქალაქეები სერიოზული შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მოსახლეობის 66% (დაახლოებით 55.5 მილიონი ადამიანი) სრულად ვაქცინირებულია.
კომენტარები