გერმანიაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების ანტირეკორდი დაფიქსირდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 826 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 294 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 5 129 950 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 98 274 ადამიანი გარდაიცვალა.
წინა ანტირეკორდი 2021 წლის 11 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც დღე-ღამეში 50 196 შემთხვევა გამოვლინდა.
კომენტარები