გერმანიაში დასასაქმებლად წასული საქართველოს მოქალაქეების თქმით, შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს. როგორც დასაქმებულები „ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნავენ, მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, აგრეთვე, არის კვებისა და საცხოვრებელი პირობების პრობლემა.
„არ ხდება ისე, როგორც კონტრაქტში გვეწერა, მოტყუებული ვარ. კონტრაქტით გვპირდებოდნენ საათში 9,5 ევროს და კვირაში 6 სამუშაო დღე უნდა გვემუშავა. აქ ჩამოსვლისას, დაგვხვდა სხვა რეალობა…
საათში 3 ევროს გვიხდიან, თან დილის 6 საათზე ვიწყებდით და 4 საათი ვმუშაობდით.
საცოვრებლად ერთ პატარა ოთახში რამდენიმე კაცი ვართ. საკვები პრობლემაც შეგვექმნა“, – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.
100 ათასამდე მსურველის მიუხედავად, ამ დრომდე გერმანიაში მხოლოდ 54 ადამიანია ჩასული სამუშაოდ. ბოლო ჯგუფი საქართველოდან 9 მაისს წავიდა. შეიძლება ისე მოხდეს, რომ სეზონურ სამუშაოზე წასულებმა საქართველოში თანხა საერთოდ ვერ ჩამოიტანონ.
კომენტარები