გერმანიის ცალკეულ რეგიონში ბალახზე სექსი აიკრძალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც თივის წარმოება მიმდინარეობს. მაგალითად, აკრძალვა ეხება ბალტიის კუნძულ პიოლს, რომელიც ვისმარის ყურეში, მეკლენბურგ-ვორპომერნის ფედერალურ შტატში მდებარეობს.
პიოლის მაცხოვრებლებმა ტურისტებისთვის სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნებიც დადგეს, რომლებზეც წერია: “თივის ზვინში სექსი სახიფათო და სიცოცხლისთვის საშიშია“.
კომენტარები