• რეკლამა
  • კონტაქტი
20:02, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანელი კარდინალი კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო გადადგა

ალია ავტორი - ალია
13:29 06-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მღველმსახურმა, მთავარმა გერმანელმა კარდინალმა და რომის პაპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, რეინარდ მარქსმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. სასულიერო პირი ამბობს, რომ იზიარებს პასუხისმგებლობას გასული ათწლეულების განმავლობაში სასულიერო პირების მხრიდან “სექსუალური ძალადობასთან დაკავშირებულ კატასტროფაზე”.

მისი განცხადება რომის პაპს ჯერ არ დაუკმაყოფილებია და შესთავაზა, გააგრძელოს ეპისკოპოსობა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

Associated Press-ის ინფორმაციით, ამ რადიკალური ჟესტით კარდინალმა მარქსმა აჩვენა, რომ სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეგირებით კათოლიკური ეკლესია ჩიხში შევიდა.

მარქსის თქმით, გამოძიებამ აჩვენა, რომ გასული ათი წლის განმავლობაში იყო როგორც ბევრი პერსონალური ჩავარდნა და ადმინისტრაციული შეცნომა, ისევე ინსტიტუციური და სისტემური ჩავარდნები.

2018 წელს ეკლესიის დავალებით გაკეთებულმა მოკვლევამ აჩვენა, რომ 1946-დან 2014 წლამდე პერიოდში, გერმანიაში, სულ მცირე, 3 677 ადამიანი იყო სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მსხვერპლთა ნახევრაზე მეტი 13 წლის ან ნაკლები ასაკის იყო, აქედან დაახლოებით მესამედი სტიქაროსანი ბიჭები იყვნენ.

წლის დასაწყისში გამოქვეყნდა კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც კიოლნის ეპარქიაში სექსუალური ძალადობის ფაქტებს შეეხებოდა. ჰამბურგის არქიეპისკოპოსი, კიოლნის ეპარქიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც დადანაშულებული იყო ანგარიშში, საეკლესიო საქმიანობას გაუთვალისწინებელი დროით ჩამოსცილდა.

თვითონ რეინარდ მარქსი ამ დრომდე არცერთ საგამოძიებო დასკვნაში არ ფიგურირებს, თუმცა გერმანულმა სააგენტო Dpa-მა დაწერა, რომ ამ ზაფხულს იგეგმება სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიება მარქსის ეპარქიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved