უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი მართლაც იმყოფებოდა იზიუმში, მაგრამ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება მისი დაჭრის შესახებ.
„არ ვადასტურებთ, რომ გერასიმოვი დაიჭრა. უფრო მეტიც, გვაქვს გარკვეული დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის არ არის დაჭრილი“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.
კომენტარები