• რეკლამა
  • კონტაქტი
01:22, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გენაცვალე, პოლიტიკური ველი, პოლიტიკური თანამდებობები მემკვიდრეობით დაგიტოვეს თქვენმა ბებიებმა და ბაბუებმა?“ – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:08 03-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
337
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერი, ირმა ინაშვილი:
„როგორია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა? ქვეყანაზე ხელს არ მიგაკარებინებენ, რაიმე ქმედითი, ცოცხალი წვლილი რომ შეიტანო მის კეთილდღეობაში. კი, იცხოვრებ, ყოველდღიურად უყურებ უსაგნო და ცარიელ პროცესს, რასაც ისინი პოლიტიკურ პროცესს უწოდებენ (და რაც სინამდვილეში უსარგებლო ქაოსია), ილაპარაკებ კიდეც, არავინ ზღუდავს შენი აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რასაც, უბრალოდ, ფასი და წონა აღარ აქვს, მაგრამ ვიმეორებ: ქმედით მონაწილეობას ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეებში არ მიგაღებინებენ. თუ ამ საქმის განხორციელებას საკუთარი ინიციატივით დაიწყებ, უმალ ჩათვლიან, რომ მტრობისთვის მოქმედებ და გამყიდველისა და მოღალატის იარლიყსაც გადასარევად მოგაკერებენ. თუმცა, როცა თავად ხვდებიან ამ იარლიყის ქვეშ, საზოგადოებას ახსენებენ, რომ მათ ოჯახები და შვილები ჰყავთ და ასე უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოღალატის იარლიყის მიკერება ადამიანისთვის არ შეიძლება.
აქვე ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თუ ქვეყნისთვის არა თეორიული, არამედ პრაქტიკული სიკეთის მოტანის მიზანს დაისახავთ, ხელისუფლებაში აუცილებლად გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, ვინც ჩანასახშივე გადაწყვეტს თქვენი იდეის მოსპობას. ზურგში დანას კი არა, ნაჯახსაც სიამოვნებით ჩაგარტყამენ. იმ ვითომ ოპოზიციაზე არაფერს ვამბობ. აი, ამას ჰქვია დღეს ქართული პოლიტიკაც, სახელმწიფოს მართვაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც და პოლიტიკური პროცესიც. ილაპარაკე, იყავი შენთვის, ქვეყანას ჩვენ მივხედავთ!!! მარტო ჩვენია!!! და ამასობაში, მე პირადად ვხედავ, როგორ მიხედეს ამ ქვეყანას. ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველო დიდიხანია არ ყოფილა. ლამისაა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე ვდგავართ. აგრესიულია ყველა! დიდიც და პატარაც! გაბოროტებულია ყველა! დიდიც და პატარაც! უპატივცემულობა, დაუფასებლობა და უმადურობა გჭამს.
„ქართული ოცნების“ 10 წლიანი პოლიტიკური თამაში სააკაშვილის პარტიასა და მის მოკავშირე პოლიტიკურ ჯგუფებთან, ამ უკანასკნელთა გაძლიერებითა და მოღონიერებით დასრულდა და ახლა „ქართულ ოცნებას“ სწორედ ის ხალხი უტევს, ვინც სამზარეულოდან ცხვირს ვერ გამოჰყოფდა, რომ არა „ქართული ოცნების“ პოლიტკური ნება. ჰოდა, რაც დათესეს, იმას იმკიან, მაგრამ ქვეყანამ რა დააშავა? გადატრიალების მოწყობა უნდათო, ვინ გატრიალებთ, მეგობრებო, ვინც 2012 წელს უკვე დასრულებული იყო? ვისი წყალობით გაცოცხლდა ეს ჯგუფი? მე, ჩემი მეგობრები და ჩვენნაირები პირნათელნი ვარ. ვინც გააცოცხლა, ის არაა პირნათელი და ის არაა მართალი. ახალგაზრდებს კი არ უნდა ეძახდეთ ბოლშევიკებს და სატანისტებს, იმაზე უნდა ფიქრობდეთ, ამ ახალგაზრდების ბედი ვინ ჩაუგდო ხელში ლევან ბერძენიშვილებსა და თინიკო ხიდაშელებს?! 10 წელია ეს ხდება, 10 წელი.
ახლა დავფიქრდეთ: რატომ არ შეიძლება, რომ ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობდეს მოქმედების საერთო-ეროვნულ სტრატეგიას, რაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას მისცემს,- ხელი ჩაკიდოს ქვეყანას და იმოქმედოს მისი სიკეთისათვის. დააკვირდით, რას ვამბობ: მარტო კი არ ილაპარაკოს, გარიყული კი არ იყოს, უფუნქციო და უმიზნო კი არ იყოს, არამედ იმოქმედოს, საკუთარი წვლილი შეიტანოს. რატომ უნდა იჯდეს ხელისუფლება ჩაკეტილ კარს მიღმა და ებუტებოდეს მთელს მსოფლიოს. ნუთუ ასეთი ძნელია ამ კარის ფართოდ გახსნა?! იქნებ ვცდები, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად ჰყოფდე. შენი, როგორც ხელისუფლების მისია გაერთიანება უნდა იყოს და არა დაყოფა-დანაწევრება. კიდევ დავფქირდეთ: განა ქვეყანაც, მისი პოლიტიკური მოედანიც თითოეულ ჩვენგანს არ ეკუთვნის? ეკუთვნის. თუ ასეა, მაშინ გამოვიდეს ბევრი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკურ მოედანზე. საინტერსო გახდეს პოლიტიკური პროცესი, მართლა პროცესი გახდეს და დამთავრდეს ეს აბდა-უბდა, მაგრამ არა… პოლიტიკურ განცხადებებს როგორ აკეთებსო, ამისი უფლება ყიფიანს ვინ მისცაო?! გენაცვალე, პოლიტიკური ველი, პოლიტიკური თანამდებობები მემკვიდრეობით დაგიტოვეს თქვენმა ბებიებმა და ბაბუებმა? ვიქტორ ყიფიანს კი არა, ნებისმირ მოქალაქეს აქვს უფლება პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთოს და პოლიტიკურ პროცესშიც ჩაერთოს. ვიდრე ამას არ გავაცნობიერებთ, სულ შურის და დაღუპვის გზით ვივლით და არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. მე კი, ძალიან მინდა, რომ ეშველოს. ბევრ ჩემნაირსაც და ჩემზე უკეთესსაც ეს სურვილი აქვს.“
თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved