ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევალი ბოლო თვეების განმავლობაში კომატოზურ მდგომომარეობაში იმყოფებოდა.
53 წლის გენადი ბესტაევი ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 ნოემბერს, გვიან ღამით გადმოიყვანეს. მანამდე მას ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
კომენტარები