• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გენადი ბალანჩივაძე – მოვუწოდებ ჩემს წყალტუბოელებს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და 2 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ

ალია ავტორი - ალია
16:29 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183

წყალტუბო ისტორიული ქალაქია, განათლებული ხალხით, რომლებიც ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ, იღწვიან და ეფერებიან იმ ლამაზ სიმდიდრეს, რომელიც გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი ბალნეოლოგიური ცენტრი, სადაც განვითარებულია ტურიზმი და ამ ტურიზმით წინსვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი წყალტუბო – განაცხადა „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და ყურადღება გაამახვილა იმ მხარდაჭერაზე, რაც წყალტუბოს აქვს.

„დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქალაქს და ამიტომ არის აუცილებლობაც, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი ხვალინდელი დღისთვის. აუცილებლად უნდა შევეხო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმეს, რომელიც წყალტუბოს დაუდგა გვერდით. ის წინსვლა, ის სიკეთე, რომელიც აქ კეთდება, ეს ყველაფერი, ბატონი ბიძინას დამსახურებაა. პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი შეჩერდა აქ არაფერი შეჩერებულა. 2013-2017 წლებში  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვიყავი, დიდი გამოცდილება მაქვს. ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ჩემს ქალაქში, სოფლად, რა უნდა გავაკეთოთ,  მზად ვარ გამოწვევებისთვის. დღეს უამრავი რამ კეთდება ჩვენს ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები, გრძელდება სამუშაოები.  ჩემო წყალტუბოელებო, ჩვენ ერთად, ამ დიდ საქმეს გავაკეთებთ, გაივლის 4 წელიც და ჩვენ უკან მოხედვის არ შეგვრცხვება.  მოვუწოდებ  ჩემს წყალტუბოელებს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და 2 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ.

მინდა  წარმოგიდგინოთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები: ავთანდილ მხეიძე, ხათუნა მაღლაკელიძე, დევი დოლაბერიძე, სერგო კირკიტაძე, ზურაბ მამარდაშვილი, ჯეირან ომანაძე, ომარ სინაურიძე, ალექსანდრე მიქაბაძე, ნინო ჭეიშვილი, ვეფხვია ბანძელაძე, შალვა კილაძე,  გრიგოლ მაღლაფერიძე, რევაზ დიდავა“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved