• რეკლამა
  • კონტაქტი
08:17, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გელათის კედლებზე პირდაპირ იღვრება წყლის ჭავლი, მე-12 საუკუნის ქვები ზიანდება – თეა წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
21:01 01-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ამ წუთებში ქუთაისში განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს. განიხილება გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებული არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.

მხარეები ყურადღებას რეაბილიტაციის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზეც გაამახვილებენ. შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელიც ძეგლის დაზიანებებს შეისწავლის. სამუშაო შეხვედრამდე კომიტეტის წევრები გელათში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ და ძეგლი დაათვალიერეს.

“კომიტეტმა კენჭი უყარა დადგენილებას, რომელშიც მოცემულია მრავალი რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსადმი და კერძო კომპანიისადმი, დაწყებული იქიდან, რომ ზოგიერთი ღარები დასალუქია და პირდაპირ კედელზე არ უნდა იღვრებოდეს წყლის ჭავლი, რომელიც მე-12 საუკუნის ქვებს აზიანებს. დაწყებული ასეთი თითქოს და მარტივი საკითხებიდან, დასრულებული იმ რეკომენდაციებით, რომ კვლევის გრაფიკი უნდა შემუშავდეს,” – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ ხუთშაბათს სპეცტექნიკით აღჭურვილი ჯგუფი საეჭვო ადგილს დაათვალიერებს, რის შემდგომაც კონკრეტული ხარვეზების შესახებ გახდება ცნობილი.

“შემდგომ ხუთშაბათს ჩამოდის ჯგუფი, რომელი სპეცტექნიკით, კაი ამინდი იქნება იმიტომ, რომ ძალიან სახიფათოა სპეცტექნიკის გარეშე სახურავზე ასვლა. დაივლიან ყველა იმ ადგილს რა ადგილიც არის საეჭვო, საიდანაც ჩადიოდა და ჩადის წყალი, შემდგომ კი გვეცოდინება უკვე კონკრეტული ხარვეზები” – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

თეგები: გელათითეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved