• რეკლამა
  • კონტაქტი
20:46, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გავიარე სრული ჯოჯოხეთი და “ვალის დაბრუნების” დროა! – ოთო აბესაძე

ალია ავტორი - ალია
23:47 01-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ოთო აბესაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“2018 წლის 15 იანვარს, ზუსტად 3 წლის წინ, 6 თვიანი პატიმრობის შემდეგ დავტოვე საპატიმრო დაწესებულება და დავუბრუნდი ჩემს ოჯახს.

გავიარე სრული ჯოჯოხეთი, უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით და კატასტროფული გარეშე ფაქტორებით სრულიად მარტოს მიწევდა მტკიცება სისტემის წინააღმდეგ, რომ არ ვარ მექრთამე და კორუმპირებული.

როგორც აღმოჩნდა “საბედნიეროდ” საქართველოში 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე სამაგალითოდ დასჯილი და “მთავარი კორუმპირებული” ვყოფილვარ მე.

კი, ნამდვილად ჩემი ბრალია და ნამდვილად დამნაშავე ვარ იმაში, რომ წამოვეგე ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ენით აღუწერელ პროვოკაციას. პატარა ვიყავი და არ მქონდა სიბოროტეების გამოცდილება.

2019 წლის 10 ივლისს დასრულდა ეს ჯოჯოხეთი, სადაც სასამართლოზე დადგინდა, რომ არ აღმოვჩნდი მექრთამე.

ეს პერიოდი ვცხოვრობდი “ჩაკეტილი” ცხოვრების წესით და ვეწეოდი მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობას. გირაოს ქვეშ მყოფმა შევძელი და ჩემი წილი საქართველო ევროპის უნივერსიტეტების აუდიტორიების გავლით შევიყვანე ევროკავშირში.

ევროპის ორი უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და მკვლევარი გავხდი.

ვაკეთებდი და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. აუდიტორია და სტუდენტები ეს ჩემთვის ცალკე განზომილებაა. მე ჩემმა სტუდენტებმა ბევრად უკეთესად მაქციეს.

გავხდი არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და ამით კიდევ უფრო გავიტანე ჩემი ქვეყნის სახელი საქართვრლოს ფარგლებს გარეთ.

არასოდეს დამავიწყდება ერთი გადამწყვეტი დეტალი, როდესაც ჩემს მეუღლეს საპატიმროდან დავურეკე და მან მითხრა, რომ ჩემს გასათავისუფლებლად პეტიცია შედგა, რომელსაც 10 000 – მა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს იმ სრულ უიმედობაში გვირაბის ბოლოს სინათლეს გავდა.

უამრავი ადამიანი იდგა ჩემი ოჯახის გვერდით და ვფიქრობ, რომ დროა “ვალის დაბრუნების.”

გადავწყვიტე დავუბრუნდე საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრების წესს. დღეს საქართველოში არსებული რეალობა იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. არის მწვავე კრიზისში და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური და ძალიან კრიტიკული მოქალაქე.

მინდა ჩემი კომპეტენცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მოხმარდეს საქართველოს.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში ძალაუფლება აღარასოდეს კონცენტრირდეს მცირე ჯგუფების ხელში, რადგან აღარასოდეს განმეორდეს პოლიტიკური ტერორი და რეპრესიები, ჩემსავით 26 წლის ადამიანებს არ მოუწყონ სიბოროტე და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად უნდა განვითარდეს არ გამოკეტავენ ციხეში.

მინდა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებმა მიიღონ კვალიფიციური განათლება და შექმნან ეკონომიკა.

გავაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემსავით ვიწრო პირადი ინტერესით და საჩვენებლად დასჯა კიარა, რეალურად აღმოიფხვრას კორუფცია.

სამწუხაროდ ბევრი ადამიანი მახსოვს 2012 წელს მისი ეკონომიკური მდგომარეობით და დღეს მილიონერის სტატუსს ატარებენ.

საქართველოს მომავალი არის ევროკავშირი და ვინც ამ კურსის არევას შეეცდება მას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია.

საქართველოს მომავალი ეს არის მრავალპარტიული დემოკრატია, ეს არის კოალიციური მთავრობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე და ეს “მისია” შესასრულებელია.

ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვაცნობიერებ რისკებს და მიღირს ეს “თავის ტკივილი” რადგან ვფიქრობ, რომ შემიძლია ქვეყნისთვის პოზიტიური ცვლილებების მოტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.

ძალიან ბევრ და ძალიან საინტერესო ადამიანთან ერთად ვაპირებ მასშტაბურ რეფორმებზე მუშაობას.

შეიქმნება აბსოლუტურად ახალი, მსოფლიოში ანალოგის არმქონე პლატფორმა, სადაც იქნება უამრავი ახალგაზრდა და შექმნის მომავალს.

დავასრულებ იმით, რომ ვარ და ვიქნები ყოველთვის გულწრფელი. მე და ჩემმა ოჯახმა დავწერეთ ისტორია იმის, თუ რა ძალა აქვს სიყვარულს და როგორ უნდა ცხოვრების თავიდან დაწყება. ეხლა ძალიან მჭირდება თქვენი თანადგომა, რათა მაქსიმალურად მოვახდინო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ესეთი თანადგომისთვის.”

“ალია” შეგახსენებთ, 2017 წლის 11 ივლისს ოთო აბესაძე დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით. 6 თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა საპატიმრო დაწესებულება. სასამართლო პროცესები გაგრძელდა 2 წელი და საბოლოო ჯამში 2019 წლის ივლისში, ქრთამის აღება არ დაუდასტურდა.

თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved