„გაუპატიურება უკრაინის ომში რუსული არსენალის ნაწილია,“ – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩი უკრაინაში მელინდა სიმონსი ტვიტერზე წერს.
„გაუპატიურება არის ომის იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით მისი გამოყენების სრული მასშტაბები უკრაინაში, უკვე ნათელია, რომ ის რუსული არსენალის ნაწილია,“ – წერს ბრიტანელი დიპლომატი.
სიმონსმა აღნიშნა, რომ ქალებს შვილების თვალწინ აუპატიურებენ, გოგოებს ოჯახების თვალწინ.
„ეს ხდება როგორც მიზანმიმართული მონობის აქტი. გაუპატიურება ომის დანაშაულია”, – აცხადებს ელჩი.
კომენტარები