საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩთან დაკავშირებით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„საერთოდ გარტყმაში არაა, რა თემაზეა ,,სტუმარ-მასპინძელი” დაწერილი. წაკითხულიც არა აქვს ალბათ. თუ წაკითხული აქვს, შინაარსი ვერ გამოიტანა ვერც ამან და ვერც იმან, ვინც ამის თქმის იდეა მიაწოდა. არ ვიცი ჩათში უთხრეს თუ თვითონ მოიფიქრა, მაგრამ ვაჟა-ფშაველა რომ ასე დამახინჯებულადაა გაგებული ზოგადად, ეგ ჩვენი სასკოლო და უმაღლესი განათლების ტრაგედიაა.
მიხეილ ყაველაშვილი რუსეთის რაგბის ნაკრებთან მატჩზე, რომელსაც გულშემატკივრები უკრაინის დროშებით დაესწრებიან :
“სტუმარ-მასპინძელზე” ვართ გაზრდილები და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება“ – წერს სანაია.














კომენტარები