• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარეთ ერთიანი პოზიციებით გამოვდიოდით, მაგრამ შიგნით ეს ყველამ იცოდა – რას არ ამბობდა “ერთიანი” ოპოზიცია?

ალია ავტორი - ალია
16:37 12-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:

„კარგია, რომ დისკუსია დაიწყო ამ თემებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიციებით გამოვდიოდით გარეთ, მოლაპარაკებების შიგნით ყველამ იცოდა, რომ არსებობდა მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე დავუშვათ, პლებისციტი. ჩვენთვის ასეთი მოთხოვნა იყო შემდეგი: ის, რის გამოც ამ ქვეყანაში მოხდა 20 ივნისი და რის გამოც შეიქმნა ოპოზიციური ერთობა – ეს არის სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ჩვენთვის ეს პირობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში. „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ეს პირობა არ არის, მაგრამ არის ნაბიჯები ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და მას შემდეგ, რაც ამ პირობას მივიღებთ „ქართული ოცნებისგან“, ვეცდებით დაველაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გვექნება სათანადო გარანტიები ამ პირობის შესრულებისთვის, ჩვენი მეგობრების და ფასილიტატორების მეშვეობით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი აზრით, პარლამენტში შესასვლელია. საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, ერთხელ და სამუდამოდაა მოსაწესრიგებელი ამ ქვეყნის მმართველობის სისტემა.

თუ „ქართული ოცნების“ წინადადება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, ის შეეცდება, ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია დაარწმუნოს, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„ქართულ ოცნებას“ ეს ჯერ არ შემოუთავაზებია. თუ შემოგვთავაზა, მე დავივლი ყველა ჩემს კოლეგას, ვინც გახდა პარლამენტის წევრი, სიის მიხედვით ჩამოვურეკავ და პირადად ვთხოვ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. თუ არ შემოვლენ, მაშინ ჩემს იქ შესვლას აზრი არ აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ბევრ პარტიაში ბევრი პატრიოტი ადამიანი მეგულება, რომელსაც თუ დავარწმუნებ, რომ რაც ხდება, ის ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვანია, ისინი გულწრფელად გაიგებენ ამას.

მე მართლა არ მჯერა იმის, რომ ალეკო ელისაშვილი ვინმემ მოისყიდა. მისი ეს ნაწილი, გულწრფელი ინიციატივა, რასაც მე ვლაპარაკობ, იმის ნაწილია, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა“

თეგები: 2020 არჩევნებიიაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved