გარდაიცვალა პრინცი, იტალიის ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალი და საქართველოს ელჩი ვატიკანში, ქეთევან ბაგრატიონის მეუღლე, რაიმონდო ორსინი დარაგონა. ამის შესახებ ინფორმაციას რომის სამრევლო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
„გარდაიცვალა რაიმონდო ორსინი დარაგონა. ვუსამძიმრებთ საქართველოს ელჩს წმიდა საყდართან (ვატიკანში) ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონს მეუღლის გარდაცვალებას.
ასევე ვუსამძიმრებთ საქართველოს საპატიო კონსულს მილანში ლელიო ნიკოლო ორსინი დარაგონას მამის გარდაცვალებას.
უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს“ – აღნიშულია ინფორმაციაში.
კომენტარები