• რეკლამა
  • კონტაქტი
13:09, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაბანში სიძე-პატარძლის ნათესავებმა ქორწილის შემდეგ იჩხუბეს – ნაცემია ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის 3 წლის ბავშვი

ალია ავტორი - ალია
10:32 02-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

გარდაბანში, ქორწილში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა – ნაცემია ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის სამი წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე კაცი დედასთან ერთად გაუსწორდა. 30 იანვარს მომხდარ ინციდენტში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

პატარძლის 15-მა ნათესავმა სიძის მხარეს მყოფებს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ნოდარ მამედოვი, ამ დრომდე კომაშია, შუახნის კაცს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციაც ვერ უტარდება. მის ძმისშვილს, ისრაილ მამედოვს კი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, მას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

დაზარალებულის ოჯახმა პოლიცია თავდასხმის მომენტში გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, თავდამსხმელები გაქცეულები დახვდნენ. გამოიკითხა, მხოლოდ მამედოვების ოჯახის ერთი წევრი, რომელმაც, ყველა სავარაუდო დამნაშავე ამოიცნო, თუმცა ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყებას არცერთი გამოუკითხავს.

“ესენი იყვნენ სამნი ჩემი გოგო, ჩემი ძმა და ჩემი შვილი… 15-20 კაცი, ამასაც დაარტყა [შვილ გოგოს] პატარა ბავშვსაც, იქიდან გაიქცა. მოვიდა გარდაბნის პოლიცია. ჩემი ძმა არის გათიშული ახლა, ვერ ლაპარაკობს, ვერ ხედავს, სურათები აქვს ვინც დაარტყა, და ჩემმა გოგომაც იცის ვინ დაარტყა და ვინ იყო. ეს მე ვუთხარი პოლიციას. პოლიცია, საერთოდ არ მოდის აქეთ, გამომძიებელი ან ვიღაცა, შეიძლება ნაცნობია ვინმე და იმიტომ არაა დაჭერილი”, – ამბობს ილიაზ მამედოვი, ისრაილ მამედოვის მამა.

მამედოვები ირწმუნებიან, რომ დამნაშავეები პოლიციასთან დაახლოებული პირები არიან, რის გამოც, უწყება მათ დაკავებას არ გეგმავს. 

“გთხოვთ ჩემ შვილს დაეხმარეთ, არავინ გვაქცევს ყურადღებას, დამნაშავეებს არ აკავებენ რადგან სავარაუდოდ პოლიციასთან დაახლოებული პირები არიან. ვითხოვ ყველა დააკავონ ვინც ჩემ შვილს ასე მოექცა, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს”, – ამბობს ელიზა მამედოვი, ისრაილ მამედოვის დედა.

მომხდარიდან 4 დღის შემდეგ ჯერ დაკავებული არავინაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved