“გაფრთხილებთ, სახლის კარებების წინ წარწერების დატოვება კი არა გაუსაძლისი და ჯოჯოხეთი გახდება მაგ ქვეყანში ცხოვრება თქვენთვის – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კმარას” ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე წერს.
“ღორების დამპალი იმპერიის მონა მკვლელობო! სასწრაფოდ გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მრავალპროფილიან კლინიკაში!!! P.S. გაფრთხილებთ, სახლის კარებების წინ წარწერების დატოვება კი არა გაუსაძლისი და ჯოჯოხეთი გახდება მაგ ქვეყანში ცხოვრება თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილის შემთხვევაში! ხო და სხვათაშორის მასაც ჰყავს შვილები, დედა და ახლობლები! – წერს თეა თუთბერიძე.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში პირი, რომელსაც სამუშაო ადგილად „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს მითითებული, ავრცელებს ფოტოებს, სადაც ერთ-ერთ სადარბაზოში უცენზურო წარწერაა გაკეთებული და ასევე წერია – „აქ ცხოვრობს ჩიტო“.
კომენტარები