„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რასაც არ უნდა ვირეშმაკობდნენ ბიძინა და მისი ტროლ-ბოტი თანაგუნდელები განცხადება კანონპროექტის გაწვევის შესახებ ყველა ვარიანტში არის გამარჯვება და ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წვლილი აქ არის განსაკუთრებით დიდი.
ოღონდ ახლა საჭიროა ამ წარმატების განმტკიცება და აქ საპარლამენტო ოპოზიციის როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან განცხადება ერთია და ამ განცხადების პროცედურული და აღსრულებითი ნაწილიც არაა წვრილმანი. ეშმაკი, როგორ ცნობილია, დეტალებში იმალება.“
შეგახსენებთ, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.
კომენტარები