• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გამოსავალი მხოლოდ ერთია – ყველანი ციხეში!“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
10:32 07-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ყველანი ციხეში!

ალბათ ბევრს გახსოვთ რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების ემოციურ ტალღაზე ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილის ეს ლოზუნგი მისი ზეობის პირველივე თვეებში. ალბათ ისიც გეხსომებათ, როგორი აღტაცება და მქუხარე, ხანგრძლივი ტაში მოჰყვა პარლამენტში მის ამ ემოციურ მოწოდებას. ამ გამოსვლის შემდეგ გადიოდა დღეები, თვეები, წლები და „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული რევოლუციონერი პრეზიდენტის ამ მოწოდებას სულ უფრო და უფრო დიდი მონდომებით და გულმოდგინებით ასრულებდნენ მისი ქვეშევრდომები. „დაჭერების გეგმის“ შესრულებაში ჩართულ „სოციალისტურ შეჯიბრებაში“ საქმე კურიოზებამდეც მიდიოდა და ლამის ფილმ „მონანიების“ იმ ეპიზოდს ემსგავსებოდა, დოქსოპულოს მიერ დაპატიმრებული და სატვირთო მანქანით ვარლამ არავიძესთან მიყვანილი დარბაისელები ამ უკანასკნელმა თავისი ქვეშევრდომის ხათრით რომ დაიტოვა და ციხეში გაამწესა. ასეთი პოლიტიკის შედეგად საქართველომ მაშინ ევროპაში მყარად დაიკავა პირველი ადგილი 100 ათას მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის მიხედვით, ხოლო მსოფლიოში ამ მაჩვენებლით მხოლოდ აშშ-ს ჩამოვრჩებოდით.ეს ყველაფერი ამ ბოლო დღეებში ყველა მედიასაშუალებებში გასულმა სიუჟეტებმა გაგვახსენა, როდესაც სააკაშვილის იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები ზღვარგადასული აგრესიულობით მიეჭრებოდნენ ხოლმე სახელისუფლებო პარტიის დეპუტატებს და უსვამდნენ მათ „მომაკვდინებელ“ კითხვებს, რომელთა შორის აუცილებლად ფიგურირებდა შეკითხვა – „რატომ არ იჭერენ 5 ივლისის დამნაშავეებს“? ამ სიუჟეტებით ნათლად წარმოჩინდა, რომ ეს ადამიანები აზროვნებენ არა სამართლებრივი კატეგორიებით ან ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებით, არამედ მათი საწუხარი არის ერთადერთი რამ – ყველა ის ადამიანი, ვინც მათ არ მოსწონთ იდეოლოგიურად, პოლიტიკურად ან თუნდაც მენტალურად, უნდა იყვნენ ციხეში. ანუ ნაცების ამქრის თუ მრავლის შინაგანი ბუნების მოთხოვნილებაა ასეთია, ხელისუფლებაში ვიქნებით თუ ოპოზიციაში, ძალაში რჩება ლოზუნგი – ყველანი ციხეში!ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ერთი წუთით მაინც დაფიქრდებოდნენ, რატომ და როგორ უნდა დააპატიმროს 5 ივლისის აქციის ყველა მონაწილე ხელისუფლებამ და როგორ უნდა წაუყენონ ყველა მათგანს ბრალი ძალადობაში? ამ ეტაპზე 27 დაპატიმრებული ბრალდებული და ასამდე ადმინისტრაციულად სახდელდადებული მათთვის ცოტაა და სანამ აქციის ყველა მონაწილეს არ დააკავებენ და ბრალს არ წაუყენებენ, ისინი ვერ დაკმაყოფილდებიან. თეორიულად დავუშვათ, რომ მართლაც დააკავეს და წაუყენეს ბრალი ყველას, ვინც 5 ივლისს საპროტესტო აქციაზე გამოვიდა (სასულიერო პირების ჩათვლით), ხომ ცხადია, რომ ეს იქნება აბსურდული გადაწყვეტილება, რადგან იქ მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ძალადობდა, მაგრამ ჩვენი „ლიბერალი დემოკრატებისთვის“ ეს მაინც მისაღები და გულის მომფხანავი იქნება, რადგან ამით დააშინებნენ და დაიმორჩილებდნენ განსხვავებული აზრის მქონე ყველა ოპონენტს. მერე „სამართლიანობა“? „კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება“? „დემოკრატია“? – იკითხავს ის გულუბრყვილო მოქალაქე, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ამ ხალხს ეს სიტყვები შირმისთვის კი არა, ნამდვილად აწუხებს. საქმეც ის არის, რომ ამ ადამიანებისთვის „სამართლიანობა“, „კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება“, „დემოკრატია“ და სხვა ამგვარი ლამაზ-ლამაზი და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები მხოლოდ მათთვის და მათი თანამოაზრეებისთვის და თანამზრახველებისთვის არსებობს, თორემ სხვების გამოთქმების, აზრების ან ქმედებებისათვის მხოლოდ ერთი განაჩენია – ციხე!ეს რომ ასე არ იყოს, ნებისმიერი ოდნავ სამართლიანი ადამიანი დაფიქრდებოდა, ბრალდების მხრიდან 27 პირის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, 100-მდე პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადება და ჯერ კიდევ მიმდინარე გამოძიება ჩაითვლებოდა თუ არა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგად და ობიექტურად შეაფასებდა ამ ეტაპამდე გამოძიების მხრიდან გაწეულ საქმიანობას. თუმცა, სიტყვით დემოკრატებს და საქმით დესპოტური რეჟიმის აპოლოგეტებს სულაც არ აინტერესებთ, რომ ნებისმიერი პირის მიმართ ბრალის წარდგენისთვის საჭიროა კონკრეტული მტკიცებულებები და არა მათი სურვილები და მისწრაფებები, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სწორედ ასეთი სურვილები და მისწრაფებები იყო საკმარისი მიუღებელი ხალხის ციხეში გაშვების ჟინის მოსაკლავად და ახლა, როდესაც ოპოზიციაში ყოფნისას იგივეს ვერ ახერხებენ, გამწარებულები ყველას და ყველაფერს აგინებენ და ტალახს ესვრიან. მართალია, ისინი მოითხოვენ, რომ ძალადობის ორგანიზაორები დააპატიმრონ, მაგრამ სინამდვილეში მათი მოთხოვნაა არა ძალადობის, არამედ სწორედ შეკრების ორგანიზატორების მიმართ რეპრესიების დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველი იქნება, რატომ არ უხსნიან მათ რიგებში მყოფი იურისტები, რომ როდესაც არ არსებობს ძალადობის მოწოდების ფაქტი, მხოლოდ იმის ვარაუდი, რომ რადგან ვინმემ მშვიდობიანი შეკრების ორგანიზება მოახდინა, ხოლო შემდეგ ამ შეკრებაზე ვიღაცეებმა იძალადეს, ვერც ერთი სასამართლო მტკიცებულებების გარეშე ამ ადამიანების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენებს ვერ დაადგენს. ამიტომ, რადგან შეუძლებელია, რომ მათ ეს არ ესმოდეთ, ისღა დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ისინი სპეციალურად ცდილობენ პროკურატურას ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მტკიცებულებების გარეშე დააწყებინონ, ხოლო როდესაც სასამართლო იძულებული გახდება მტკიცებულებების არქონის გამო ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინოს, ამას უნდა მოჰყვეს ახალი ბრალდებები, რომ აი, ხომ ვამბობდით, რომ სასამართლოში ჩაბუდებული კლანი ხელისუფლების მითითებებს ასრულებს და არ ემსახურება სამართალს და ამიტომაც გამოიტანეს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადწყვეტილებაო.აი, ასეთია „რევოლუციონერი დემოკრატებისა“ და მათ მიერ ბრძოლის წინა ხაზზე გამოყვანილი პარტიული ჟურნალისტების ბრძოლის ტაქტიკა. არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს არც ესმოდეს, რომ ამ პოლიტიკურ თამაშებში მათ მხოლოდ შესაწირად გამიზნულ პაიკებად იყენებენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ვინც ასეთ ავანტიურაზე მიდის, ვინც კარგად იცის, რა იყო ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი და მაინც მის სიკვდილში ხელისუფლებას ადანაშაულებს, მათ ყველას აერთიანებს ერთი საერთო მენტალიტეტი და ერთი საერთო შინაგანი მისწრაფება – ვინც ჩემსავით არ აზროვნებს, ვინც განსხვავებულ პოზიციებზე დგას და ვინც არ იზიარებს ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს, ყველა ასეთი ადამიანი მეორეხარისხოვანი და ჩასარეცხია, ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი ადამიანების მიმართ გამოსავალი მხოლოდ ერთია – ყველანი ციხეში!” – წერს კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved