„ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მივმართავ, გამოიჩინეთ უმაღლესი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეთ ქვეყნის ღირსება, შესთავაზეთ დროებითი თავშესაფარი ქალებს-ბავშვებს უკრაინიდან, სანამ ომი იქნება მათი სიცოცხლისთვის საფრთხე. დღეს ქვეყნის ღირსების შენარჩუნება ისევ ჩვენვე უნდა შევძლოთ და ჩვენი ხმა ისმოდეს.
პირველივე მსურველი გამოჩნდა ,,მგზავრები ჯგუფის” სახით, რომელიც მზადაა ბათუმში, ბაკურიანში, გონიოში, თბილისში თავისი სასტუმრო კორპუსები დაუთმოს უკრაინელ ბავშვებს-ქალებს და ომის მსხვერპლებს, რომ დროებითი თავშესაფარი ჰქონდეთ ომის მიმდინარეობისას
,,მგზავრები ჯგუფს” დავით ცერცვაძე და ლევან ყარალაშვილი წარმოადგენენ, დაიმახსოვრეთ ეს სახელები
გააზიარეთ პოსტი და მოუწოდეთ ყველას, ვისაც აქვს შანსი იყოს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სახე ამ მძიმე დროს“ – წერს კუპრაძე.














კომენტარები