ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “ჩვენ ვარსებობთ-ხმა აფხაზეთიდან” ავრცელებს.
ახალგაზრდული გაერთიანების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 25 წლისაა და სკოლაში აფხაზურის მასწავლებლად მუშაობდა. მათივე ინფორმაციით, მასწავლებელი ოჩამჩირიდანაა, ფიჩორში კი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა. ამავე სახლში იპოვეს გარდაცვლილიც.
ადგილობრივები თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. თვითმხილველები მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.
შემთხვევა, 2 მაისს მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიცია.
კომენტარები