• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახსოვთ, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ, მეორე დღეს სამოქალაქო ომი დაიწყო” – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
23:06 03-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
566

“თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ, როგორ დაიწყო მეორე დღეს სამოქალაქო ომი, ორ წელიწადში, როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ, როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ PosTV-ის ეთერში თქვა.

საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას მან 1990-იანი წლების დასაწყისი გაიხსენა და თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლება რაციონალური მოქმედებით გამოირჩევა.

„როცა პოლიტიკაზეა საუბარი, იქ მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ გვახსოვს „გაბედული“, „თამამი“ გადაწყვეტილებები 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ, როგორ დაიწყო მეორე დღეს სამოქალაქო ომი, ორ წელიწადში, როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ეს 3-წლიანი ისტორია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა თუ კონკრეტულ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებებმა, რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოს. ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული 1990-იან წლებში, მომდევნო დეკადაში”, – განაცხადა კობახიძემ და დაამატა: ჩვენ, რომ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის არა შემთხვევითობა, არა გამართლება „ქართული ოცნებისთვის, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის, პრაგმატული, რაციონალური, კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი. არსებითად და არსობრივად განსხვავდება წინა ხელისუფლებების პოლიტიკისგან. რაციონალური პოლიტიკით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მაქიმალურად დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა. სწორედ, ამის შედეგია, რომ ჩვენ არ გვქონია ომი მთელი ამ ხნის, გასული 9 წლის განმავლობაში. ეს მონაპოვარი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ”.

კობახიძემ დააზუსტა, რას მიიჩნევს მმართველი პარტიის მონაპოვრად: „სტაბილურობა, უსაფრთხოება, რაც არის ჩვენი მონაპოვარი, თავისუფლებასთან ერთად, ეს უნდა შევინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე”.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved