• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიაში დაიწყეს მოკავშირის ძებნა – გახარია უზომავდა ხიხოს წნევას თუ გახსოვთ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:07 11-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

“რაც ახლა საქართველოში ხდება, ამის ერთერთი უშუალო მიზეზი ბოიკოტის პროცესის ტრაქტორიაა.
1. საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა – ატყდა პანიკა, რომ არჩევანი წაგვართვეს და ძალაუფლება უზურპირებულია.
2. გამოცხადდა ბოიკოტი (ვინც ეჭვები გამოთქვა, მოღალატედ შეირაცხა – მერე რა, რომ საბანი წინასწარ უნდა გაზომო და ფეხი ისე გაშალო?)ამოცანად გამოცხადდა ვადამდელი არჩევნები.
4. ოპოზიციის მხრიდან შესაძლო კომპრომისზე (გიგას ინიციატივა იყო) წინასწარ ისაუბრა ლელომ – პლებისციტზეც თანახმა ვიქნებითო. კომპრომისი რომელიც მოთხოვნად იქცევა, კომპრომისის ფუნქციას კარგავს – ასე დაემართა პლებისციტსაც. კომპრომისს იქამდე არ აცხადებ, სანამ კომპრომისამდე მიხვალ.
5. ამასობაში პატარა ვაშაძე გატყდა და კომპრომისად შემოგვასაღეს სრული იდიოტობა – თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც საპარლამენტოსგან თვისობრივად განსხვავებული არჩევნებია და იქ მიღებული, კიდევ უფრო გაუგებარი და უაზრო 43 პროცენტი.
6. ამის პარალელურად ოცნება აქტიურად მუშაობდა პროცესისთვის ტვინის გამოცლაზე (8 მარტის შეთანხმება მწარედ ახსოვდათ) – მიხვდნენ, რომ ოპოზიციაში ყარაჩოღლებიც არიან და იოლია მათი დაკომპლექსება, ამიტომ დაუწყეს “ბოკერიას მძევლები” “ბოკერიას შნირების” ძახება – ეს ნაცადი ხერხია, ვანო მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილიც იყენებდნენ “ბოკერიას გოშიას” სხვების დასაკომპლექსებლად.
7. გოიმები დაგოიმდნენ და პროცესს ჭკუა გამოეცალა – შეთანხმებას, რომელიც მხოლოდ უთანხმოებას გამოიწვევდა ორბელიანების სასახლეში თავჩაქინდრულმა მოაწერა ხელი ოპოზიციის გატეხილმა ნაწილმა.
8. მერე თავადვე დაიჯერეს გატეხილმა პარტიებმა 43 პროცენტის ძალა, ატეხეს ყვირილი რეფერენდუმზე (თითქოს შენ რომ დაუძახებ, ხალხიც მასე ჩათვლის) და გახარიაში დაიწყეს მოკავშირის ძებნა – გახარია უზომავდა ხიხოს წნევას თუ გახსოვთ.
9. და როგორც მოსალოდნელი იყო, 43 პროცენტის ილუზია დაიმსხვრა (ამას სააკაშვილის ჩამოსვლა/დაჭერამაც შეუწყო ხელი, ქოცების კონსოლიდაცია გამოიწვია) – “არჩევნები გაუქმდა, საქმეს ბოქლომი დაედო – რევოლუცია ჩქარა”!
არადა ოდნავი ნებისყოფა რომ გამოეჩინა სპექტრს და პლებისციტი გაგვეტანა, სანამ დასავლეთის ფოკუსში ვიყავით – დღეს ვადამდელი არჩევნების თარიღზე გვექნებოდა სამსჯელო, 46 პროცენტი აიღეს ქოცებმა.
10. ახლა ვართ იქ, სადაც კანონზომიერია – სადაც უნდა ვიყოთ, უჭკუოდ.
თან დიქტატურა დამყარებულა და თან მავანთ ბიძინას საარჩევნო რეფორმის იმედი აქვთ – ამიტომ აზიან მანდატებს. (ხალხი დებილი ჰგონიათ).
ეს არის სიმართლე, და ვისაც გეწყინებათ, ცივი წყალი დალიეთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved