ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდისა და პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციის პარალელურად ექსპო ჯორჯიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობას. სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე ბანერებით არიან მისული და გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაცდომებზე საუბრობენ.
აქციაზე ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა შეცვალეს და საქართველოს წევრები არიან მისული. აქტივისტებს “გახარიას ცოდვების” პლაკატები უჭირავთ. ამასთან, აქტივისტებმა სიმღერა “გახარიას უხარია” ჩართეს, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლას ეძღვნება.
“გახარია ვერასდროს დაჯდება იმ საერთო ოპოზიციური მაგიდის გარშემო, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი ვსხედვართ ერთად ერთის წინააღმდეგ”, — თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ფარულავამ.
კომენტარები