• რეკლამა
  • კონტაქტი
04:01, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გაიძვერა ნიკანორ მელიას მესიჯს არამც და არამც არ უნდა აჰყვეს მავანი” – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
17:51 03-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
908

ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი:

,,ბატონებო და ქალბატონებო, ცხელი თავები და ემოცია გადადეთ ცოტა ხნით, და ცოტა პრაგმატულად ჩართეთ გონება, ეს მათ გასაგონად: ” აი სალომე ზურაბიშვილს
და გრიგოლ ვაშაძეს შორის იყო არჩევანი და აი” . ამ ხალხის გასაგონად ვამბობ !!!
1 .გრიგოლ ვაშაძემ დღეს ჩვენება საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ მისცა- ეს ფაქტია და მკვეთრად თქვა რომ ჩვენს ქვეყანას ომი არ უნდოდა და რომ ომის დაწყება საქართველოს ინტერესი არ იყო !!
2 სალომე ზურაბიშვილი რასაც იტყოდა ვფიქრობ შეხსენება არ გჭირდებათ , რადგან მან უკვე განაცხადა რომ “საქართველიმ ომი დაიწყო და რომ ჩვენ ვბომბავდით მძინარე ცხინვალს და ეს მისი საშვილიშვილოდ და ისტორიულად სამარცხვინო ფრაზა რუსეთმა ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ უკვე გამოიყენა.
3. უნდა მისულიყო თუ არა საგამოძიებო სხდომაზე გრიგოლ ვაშაძე აქ აზრი გაიყო, ერთი წამით მეც პირველი რეაქცია მქონდა, რომ რა უნდოდა წულუკიანის კომისიასთან თქო, მაგრამ ახლა გეტყვით რომ სადაოა და აქ უპირობო ერთი კატეგორიყლი აზრი შეცდომაა, რადგან ვიღაცამ ამ აღვირახსნილ “ქოცნებას” უნდა უპასუხოს , დოკუმენტში ხომ მაინც უნდა დაუფიქსიროს რომ ამ პატარა და ლამაზ საქართველოს ომი არ დაუწყია არასოდეს რუსეთთან და ოკუპანტი რუსეთი თავს დაგვესხა ( პუტინის განცხადებით , რუსეთი ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა)
დიახ ვფიქრობ გრიგოლ ვაშაძის მისვლასთან დაკავშირებით სხდომაზე მართლაც სხვა აზრიც გიჩნდება, მითუფრო –
მიშა ქარელის-მიხეილ ქარელის ( რომელიც ნაც მოძრაობის დროს გუბერნატორიც კი იყო) სამარცხვინო ჩვენების შემდეგ, სადაც მაშინდელი ყველა მაღალი თანამდებობის პირი დაადანაშაულა და სააკაშვილს ( ქარელმა ცნობილი რუსული მესიჯი გააჟღერა) სააკაშვილს ფსიქიკურად აშლილი უწოდა , პრაქტიკულად ოსტატურად ჩვენი ქვეყნის დადანაშაულება მოახერხა!
სწორედ აი ამ დროს გიჩნდება აზრი რომ ამ ქარელის ტიპის სამარცხვინო განცხადების ფონზე ხომ უნდა იყოს ვიღაც ვინც დოკუმენტში საწინააღმდეგო აზრს დააფიქსირებს,ან პროტოკოლში!
გასაგებია რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება და ასე ვთვლით!
და მაინც კარგია რომ საწინააღმდეგო აზრი დაფიქსირდა დოკუმენტში, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია.
ასე რომ ცოტა უფრო პრაგმატულად ვიფიქროთ და გაიძვერა ნიკანორ მელიას მესიჯს (რაც დაწერა) “გრიგოლ ვაშაძის და სააკაშვილის მსაუბარი რაც ვიცი ახლა არ ვიტყვიო” არამც და არამც არ უნდა აჰყვეს მავანი , მან -ნიკანორმა უკვე იმდენი “ჩაიდინა” ,რომ ახლა აღარ უნდა წამოეგოს ხალხი , ეს ,დასანქცირებული გილაურის ანუ “ქოცნების” მაყუთით გადიდგულებული “ლუზერი” რამდენს ბედავს?! მსგავსი სიბინძურე მხოლოდ მის თავში თუ მოიხარშება, გრიგოლ ვაშაძის წინაშე “უკანა თათებზე” მლიქვნელად დამდგარი მაინც არ მყავდეს ნანახი ნიკანორი ,მაშინაც გავოცდი ……მოკლედ რა, ღალატი არ არსებობს ერთხელ, ერთხელ მოღალატე არ არსებობს , ღალატი ისეთი რამ არის ჰოპოფიზში-ხერხემალში აქვს ზოგიერთს გამჯდარი და პროფესიად აქვთ, ამით შოულობენ დიდ ფულს , სამწუხაროდ ასეა!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved