• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის

ალია ავტორი - ალია
13:06 08-30-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
359

თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.

პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობას იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთვის, ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის, მესაქონლების მაღალპროდუქტიული ჯიშის ფერმებისთვის.

შოთა გონგლაძე, სახელმწიფო პროექტების მართვის გუნდის ხელძღვანელი თიბისი ბანკში, ხაზს უსვამს, რომ ის, რაც, აგრომიმართულებით, თიბისის სხვა ბანკებისაგან გამოარჩევს, სტარტაპ მიდოგმებია.

„სტარტაპ აგროსესხს მხოლოდ თიბისი სთავაზობს მომხმარებელს აგრობიზნესის თითქმის ყველა მიმართულებით. თიბისის ინდივიდუალური მიდგომა ქართულ საბანკო სექტორში უნიკალურია – ბანკი არ ამოდის არსებული შემოსავლიდან, შესაბამისად, მსესხებელს მასზე დაყრდნობით არ უწესებს შეზღუდვას დასაფინასებელი პროექტისთვის საჭირო თანხის ოდენობაზე. ვისაც სურს, დაიწყოს ახალი საქმიანობა აგრობიზნესში და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, თიბისი სთავაზობს სესხს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, დასაფინანსებელი პროექტიდან მომავალში მისაღები შემოსავლების გათვალისწინებით. მსგავსი სტარტაპ მიდგომა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, გადამამუშავებელ მიმართულებას, მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველეობის ფერმების მოწყობას. სტარტაპ მიდგომით აგრო ტურიზმიც კი ფინანსდება. სტარტაპ მიდგომა თიბისიმ 2016 წლის შემოდგომის სეზონზე დაიწყო. მას მერე 120 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული“.

ბიზნეს უნივერსალის პროგრამა საშუალებას აძლევს მეწარმე სუბიექტებს გამოიყენონ თანხა ბიზნესში ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად და მიიღონ სახელმწიფოსგან სესხის პროცენტის თანადაფინანსება. აქ სესხის მიზნობრიობა მოიცავს, როგორც ახალი საწარმოს შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას, ისე წარმოებისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯებისა და პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინასირებას.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სახელმწიფო პროგრამას, ბიზნეს უნივერსალის მსგავსად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობისა. სესხის მინიმუმ 80% მიმართული უნდა იყოს კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 20%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა წლიური რეალიზაცია 20 000 000-ს არ აღემატება. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს.

გარდა ამ პროგრამებისა, თიბისი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. თიბისი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს სესხს ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, საიდანაც, პროექტის ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სესხის მთლიანი თანხის 10%-დან 15%-მდე მსესხებელს უკან უბრუნდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას სხვადასხვა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მიმართულებით.

სხვადასხვა დონორებთან აქტიური მუშაობა თიბისის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია. მაგალითად, ბანკი მონაწილეობს DFC-ს (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის) საგარანტიო პროგრამაში, ისევე, როგორც EIB-ს (ევროპული საინვესტიციო ბანკის) ფინასური მხარდაჭერის და SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს) საგარანტიო პროგრამებში, რომელთა მიზანია სტარტაპების, მწვანე დაფინანსების, რეგიონებში ბიზნესების და ბიზნესში ქალების მხარდაჭერა. ამ მიმართულებების განვითარებას თიბისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.

კერძო და იურიდიული პირების თიბისისთანთანამშრომლობის უპირატესობა სწორედ ამ მრავალრიცხოვან და საქმიანობის ფართო სპექტრის მომცველ პროგრამებში ერთდროულად ჩართვის შესაძლებლობაა – სესხის მისაღებად მისულ მსესხებელს ბანკი (სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე) დასაფინანსებელი პროექტისთვის შესაფერის რამდენიმე პროგრამაში კომბინირებულად ჩართვას სთავაზობს, რაც – სესხის პირობებისა და შეღავათების მხრივ – უნიკალურ შეთავაზებას წარმოადგენს.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved