რუსეთსა და ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომაც. ხაზინისა და საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები შეეხება მილიარდ ოთხასი მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საქონელს, პლატინისა და პალადიუმის ჩათვლით. რუსეთი მსოფლიოში პლატინისა და პალადიუმის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია.
კომენტარები