• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

გაძლევთ გარანტიას, რომ თითოეულ თქვენგანს შემდეგი წლის ბოლომდე ექნება მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, საბერძნეთში ან თუნდაც გერმანიაში – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას

ალია ავტორი - ალია
15:17 12-06-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად! – მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საზოგადოებას მიმართავს და წერილში წერს:

არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად! რაც მესმის და ვხედავ კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას სამუშაოს და შემოსავლის გულისთვის. მინდა მოგმართოთ, ჩემი გამოცდილებიდან და საკუთარი თვალით დანახულიდან გამომდინარე – უცხოეთში ძალიან ძნელია ღირსეული ადგილის მოპოვება, მესმის, რომ აქ ისე გშიათ, ახლა ფიქრობთ, საკვებიც საკმარისია თქვენთვის, მაგრამ საკვების გარდა ადამიანს სჭირდება ღირსეული ცხოვრების პირობები, პატივისცემა და თავის სრულფასოვან ადამიანად აღქმა. ეს ყველაფერი კი ახალი ემიგრანტისთვის ძალიან ძნელია. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდხანს თქვენ იქნებით მეორეხარისხოვანი მაცხოვრებლები, რაც ნიშნავს, რომ არამხოლოდ თქვენი ნიჭის და კვალიფიკაციის მიხედვით ვერ იმუშავებთ, არამედ უნდა ემსახუროთ ხშირ შემთხვევაში თქვენზე უფრო გაუნათლებელ და ნაკლები უნარების მქონე ადგილობრივს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იქ დაიბადა და თქვენ ჩასულები ხართ.

გარდა ამისა, საქართველოს თან ვერ მოიკიდებთ და ვერ წაიღებთ და სამშობლოს მონატრების გრძნობა ძალიან მძიმეა. მე ეს ჩემ თავზე გამოვცადე, უნდა შეეგუოთ ასევე თქვენს შვილებთან დიდხანს განშორებას [ესეც გამოვცადე]. ხოლო თუ ბედმა გაგიღიმათ  და თქვენი პატარები თან წაიყვანეთ, ხშირ შემთხვევაში ისინი აღარ იქნებიან ქართული ენის მატარებელი და არ ექნებათ ბმა ქვეყანაზე.

რას გთავაზობთ სანაცვლოდ? ვიბრძოლოთ ერთად უახლოეს კვირებში, 2-3 თვე და გაძლევთ გარანტიას, რომ არამხოლოდ სიტუაცია შეიცვლება, თითოეულ თქვენგანს შემდეგი წლის ბოლომდე ექნება მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, საბერძნეთში ან თუნდაც გერმანიაში. ვიცი, რომ პოლიტიკოსების დაპირებების არ გჯერათ, მაგრამ გაიხსენეთ ის, რომ მე არასდროს მომიტყუებიხართ. ჩვენ შევინარჩუნებთ სამშობლოს და მომავალს!” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved