• რეკლამა
  • კონტაქტი
16:51, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გადავრჩებით მაშინ, როცა ამპარტავანი გონებიდან ამოვირეცხავთ აზრს, რომ ქართველები რამის გამო გამოირჩია ღმერთმა”

ალია ავტორი - ალია
11:34 02-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

ჩვენი გადარჩენა დაიწყება მაშინ, როცა სრულიად ამოვირეცხავთ ამპარტავანი გონებიდან აზრს, რომ თითოეული ჩვენთაგანი, თუ საერთოდ ქართველი ერი რამის გამო წინასწარ გამოირჩია ღმერთმა – ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.  

„თუ ქრისტიანები ვართ, უნდა გვესმოდეს, რომ წმინდა წერილი ანუ ბიბლია ცალსახად უარყოფს რომელიმე ადამიანის და მითუმეტეს ერის წინასწარ გამორჩეულობას ან რაიმე უპირატესობას ღვთის წინაშე. წინასწარ არავინაა გამორჩეული ღმერთისთვის. ყველა მხოლოდ და მხოლოდ მისი რწმენის და საქმის მიხედვით გამართლდება ან დაიღუპება. ჯერ კიდევ მოსეს რჯული ამბობს: … უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. (2 რჯული 10,17), ასევე უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება. (2 ნეშტ. 19,7) და საბოლოოდ ამასვე გვიდასტურებს დიდი პავლე მოციქული რომაელთა მიმართ წერილში: მიკერძოება უცხოა ღმერთისთვის (რომ. 2,11). ასე რომ, ჩვენი გადარჩენა დაიწყება მაშინ, როცა სრულიად ამოვირეცხავთ ამპარტავანი გონებიდან აზრს, რომ თითოეული ჩვენთაგანი თუ საერთოდ ქართველი ერი რამის გამო წინასწარ გამოირჩია ღმერთმა. ასეთი ამპარტავნული აზრები დიდი ცოდვაა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიბლიას“ – წერს თამაზ ლომიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved