• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, კვირა, 7 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გადაიხადა ვიღაცამ ფული, ჩაუძმაკაცდა ვიღაც მოხელეს, ვიღაც ,,კრიშას,, და ჩადგა კოტეჯი თუ სახლი იქ, სადაც არ უნდა ჩაედგა“ – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:58 08-06-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,512

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

„რათქმაუნდა სამაშველო სწრაფი და ტექნიზირებული კორპუსი უმნიშვნელოვანესია.
მაგრამ ამ ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აი ამ თემის გარდა რომ სხვას ვითომდა ვერაფერს ხედავთ, გთხოვთ და მოგმართავთ, დაინახეთ უმთავრესი?
თანაც, ზაზა მესხის და მის ოჯახს ბევრი იცნობდით, პიროვნულად იცნობდით, იცოდით რა უაღრესად კეთილშობილი, უაღრესად მოკრძალებული, უაღრესად კულტურული, არასოდეს თქვენზე ცუდი სიტყვის ერთხელაც კი მთქმელი ადამიანი რომ არ იყო, თქვენს მეგობრად რომ თვლიდა თავს და თქვენ რომ მის მეგობრად თვლიდით თავს, აი იმ ადამიანებს მინდა მივმართო. იმათ ადამიანობის პასუხისმგებლობას მინდა მივმართო, იმათ პროფესიონალურ პასუხისმგებლობას მინდა მივმართო.
ისაუბრეთ უმთავრეს პრობლემაზე.
ვეტმფრენი არაა უმთავრესი.
ღვარცოფი და მეწყერი, ყველამ ვიცით რაცაა, მიწა და ღორღია წყალში აზელილი და ის რომ თავზე გადაგივლის, ძნელია თავი გაითავისუფლო.
სანამ ჯერ კიდევ არ გამყარებულა, სანამ ჯერ კიდევ წვიმს, მანამ სულ რამდენიმე საათი არსებობს ვინმეს გადარჩენისა, მინიმალურზე მინიმალური შანსი.
აი ის ღვარცოფი რომ გაჩერდება და გამყარებას დაიწყებს, მერე გაქვს მაქსიმუმ 5 წუთი. დიახ 5 წუთი რომ ადამიანი ჯერ იპოვო და მერე გადაარჩინო.
მეწყერი არაა მიწისძვრა და მეწყერი არც წყალდიდობაა და არც თოვლის ზვავია, როცა რამეს გამოეკიდები ან რაიმეს ქვეშ დაიმალები.
მეწყერი, ესაა თხევადი ბეტონი, რომელიც როგორც კი გამყარებას დაიწყებს, არის დაღუპვა 5 წუთში.
ამიტომაც აუცილებელია პრევენცია.
ამიტომაც აუცილებელია რომ სპეციალისტმა განსაზღვროს, სად უნდა იდგეს სახლი, სასტუმრო თუ კოტეჯი.
ამიტომაც აუცილებელია რისკის ანალიზები, სადაა მდინარე და მისი კალაპოტები, მისი სავარაუდო კალაპოტები. სადაა ტყე და მთა.
აი ესაა პრობლემა.
გადაიხადა ვიღაცამ ფული, ჩაუძმაკაცდა ვიღაც მოხელეს, ვიღაც ,,კრიშას,, და გადაიხადა ფული, ჩადგა კოტეჯი თუ სახლი იქ, სადაც არ უნდა ჩაედგა.
თან ხედისათვის ისე, სხვათაშორის ხეებიც დაჭრა.
არ გადაიხადა ვიღაცამ საერთოდ არაფერი, ისე იჩუქა გასაყიდად ტყე, გაჭრა და დააწყო მდინარის პირას.
მერე მოწვიმა.
მერე ხეებმა მდინარის კალაპოტი ჩახერგა.
სამი დღეს იწვალა მდინარემ, დაშრა სამი დღე ძველი კალაპოტი წვიმის მიუხედავად და მდინარე სადღაც ყოფილ თუ ძველისძველ თუ ახალ შესაძლო კალაპოტში დაგუბდა,
აი იმ ადგილას, რომელიც წესით და რიგით უნდა გამოეკვლია სპეციალისტს, უნდა შეედგინა დასკვნა, რომ იმ რეგიონში ფედობზე ტყის გაჩეხვა არ შეიძლება.
აი ესაა პრობლემა.
გაუმაძღრობა და ბუნების გაყვლეფაა პრობლემა.
ქვეყნის არ მოვლაა პრობლემა.
ფულისთვის, სახლისთვის, ხედისთვის ელემენტარულ ეკოლოგიაზე არ ფიქრი და არ ზრუნვაა პრობლემა.
აქ ყველაა პაასუხისმგებელი.
კოტეჯი რომ ააშენე, სასტუმრო რომ ააშენე და საამშენებლო მასალა რომ იქ მოჭერი, რომელიც შენი დამცავი ტყე უნდა ყოფილიყო რომ ის ფერდი მერე თავზე არ დაგმხობოდა, აი იქედან იწყება დანაშაული.
მეგობრებმა მაინც
საქართველოში მყოფმა ზაზა მესხის მეგობარმა ჟურნალისტებმა მაინც ისაუბრეთ მნიშვნელოვანზე, უმთავრესზე, პრობლემის საფუძველზე.
დიახ, ახლაა სწორედ ამის დრო,
ახლაა სწორედ ჯერ ოკუპირებული თავების გათავისუფლების დრო, რამეთუ ოკუპირებული აზროვნების გათავისუფლებიდან იწყება ოკუპირებული ქვეყნის გათავისუფლება.
ვითომდა თქვენი სისხლი და ხორცი, თქვენი ქმარი და ცოლი, თქვენი სამი შვილი ყოფილიყოს მსხვერპლი, აი ასე და ამ ტკივილით, ამ ბრაზით და აქედან გამომდინარე სამართლიანობის სურვილით გააკეთეთ თქვენი პროფესიული საქმე და მოიძიეთ ის, რაც უმთავრესია.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის  სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი

15:34 09-05-2025
აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის – მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის – მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით

13:54 09-05-2025
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა

12:24 09-05-2025
პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

14:20 09-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved