• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაართულებს, თუ არა, გრიპის ვაქცინა კოვიდის მიმდინარეობას? – ინფექციონისტის პასუხი

ალია ავტორი - ალია
16:43 11-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო, ანუ ადამიანებს აქვთ შიში, რომ გრიპის ვაქცინამ შეიძლება გაართულოს კოვიდის მიმდინარეობა და ამიტომ, მაგალითად, კოვიდის მქონესთან კონტაქტში მყოფები, რომლებსაც რისკი აქვთ, რომ კოვიდი დაემართოთ, თავს იკავებენ ვაქცინაციისგან. ეს მოსაზრება არაფრით არ არის გამყარებული, არც ბიოლოგიური მექანიზმით და არც კვლევები მინახავს ამის სასარგებლოდ (თუ ვინმეს ასეთი კვლევა გეგულებათ, გთხოვთ, გაგვიზიაროთ). ანუ თუნდაც ადამიანს ჰქონდეს უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდი, ან იყოს სიმპტომების განვითარებამდე პერიოდში, გრიპის ვაქცინა მის ჯანმრთელობას დამატებით რისკებს არ შეუქმნის.

რაც შეეხება არსებულ რეკომენდაციას, რომ გრიპზე ვაქცინაცია გადაიდოს იზოლაციის ან კარანტინის პერიოდის დასრულებამდე, ამას ერთადერთი ის აზრი აქვს, რომ იზოლაციაში მყოფი ადამიანი ფიზიკურად ვერ მივა ასაცრელად და არა იმიტომ, რომ მას ეკრძალება ვაქცინის გაკეთება და ჯანმრთელობის მდგომარეობას გაურთულებს.

ასევე მინდა გამოვეხმაურო ბატონ ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომელიც მასიურად ვრცელდება სოციალური ქსელით, იმის თაობაზე, რომ არც ერთ ექიმს და სამედიცინო დაწესებულებას არა აქვს უფლება პაციენტს თანხა გადაახდევინოს გრიპის ვაქცინაში. დარწმუნებული ვარ, ამ ნათქვამში იგულისხმება სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა და რა თქმა უნდა, თუ ვინმე ამაში პაციენტს ფულს გადაახდევინებს, ეს დანაშაულია. თუმცა ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა ეს სხვანაირად გაიგო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადასახადი გრიპის ვაქცინაში. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვისაა გათვალისწინებული და ის არ უკეთდება ნებისმიერ მსურველს. ამიტომ იმათთვის, ვინც რომელიმე წინასწარ განსაზღვრულ რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება, ერთადერთი არჩევანია ვაქცინის ღირებულების გადახდა (თუმცა ეს ვაქცინაც კი დეფიციტურია ამჟამად).”

თეგები: კორონავირუსიმაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved