• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

FP: NATO-ს გასაფრთხილებლად რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნებს გეგმავს

ალია ავტორი - ალია
18:13 02-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

აშშ-ს სამხედრო ძალების და სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთი გეგმავს, NATO-ს გაფრთხილების მიზნით, თებერვალში ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნები ჩაატაროს. ინფორმაციას გამოცემა The Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონგრესში გამოცემის წყაროს მიხედვით, გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ და ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას მოახსენეს, რომ პუტინი სამხედრო წვრთნების დაწყებას თებერვლის შუა რიცხვებში გეგმავს. აშშ მიიჩნევს, რომ ეს პუტინის მხრიდან რუსეთის ძალის დემონსტრირების მცდელობაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ, ჩვეულებრივ, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნებს ყოველწლიურად შემოდგომაზე ატარებს. წვრთნები მოიცავს კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, მათ გაშვებას ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. დასავლეთი თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვლის შუიდან მარტის ბოლომდე პერიოდში შეიძლება შეიჭრას.

“ძალიან პროვოკაციული გზავნილი იქნება, თუ [ბირთვული იარაღის გამოყენებით წვრთნებს] უკრაინაში შეჭრის პარალელურად ჩაატარებენ.” – უთხრა ჰადსონის ინსტიტუტში ბირთვული იარაღის პოლიტიკის ექსპერტმა, რებეკა ჰეინრიხმა გამოცემა Financial Times-ს.

ბოლო ორ კვირაა, რუსეთი უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების თავმოყრას აგრძელებს. დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, საზღვრებთან 100 000-130 000 რუსი სამხედროა თავმოყრილი. გამოცემა The Washington Post-ი წერს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-ით მზად არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved