• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Forbes მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სტატიას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
14:13 12-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შესაძლო მოწამვლას კიდევ ერთი საერთაშორისო მედია – Forbes ეხმაურება. გამოცემა ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ “მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის შემდეგ გაუარესდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე მოკვდება”

Forbes აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან არაერთხელ დაკარგა გონება ციხის მცველებთან შელაპარაკების შემდეგ. სტატიაში ვკითხულბთ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზეც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ყვება იმ დაზიანებებზე, რომელიც მას ციხეში ყოფნის დროს მიაყენეს.

მედია წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე ცნობები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა იურიდიულმა ჯგუფმა გაასაჯაროვა ამერიკელი ექსპერტის დევიდ სმიტის მიერ ჩატარებული ტოქსიკოლოგიური დასკვნა. გამოცემა წერს დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობა გამოვლინდა. დევიდ სმიტი დასკვნაში წერდა, რომ მძიმე მეტალების არსებობა მოწამვლის შედეგია. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ მეტალები ორგანიზმში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მოხვდა.

სტატიაში, ასევე, საუბარია ნობელიანტი ექიმის, ჯეიმს კობის დასკვნაზე. კობიმ მიხეილ სააკაშვილი ოქტომბერში მოინახულა, მისი თქმით, მონახულებისას მესამე პრეზიდენტი მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებდა. როგორც კობიმ Forbes განუცხადა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მან არ იცოდა როგორ მიიღო დაზიანებები. კობიმ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს კისერზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. “საჭიროა ის წავიდეს სხვა ქვეყანაში,რომელშიც არ არის პოლიტიკური პრობლემა მის მომავალთან დაკავშირებით”, – უთხრა კობიმ გამოცემას.

მედია ასევე წერს ცენტრ “ეპათიის” დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს 10 სხვადასხვა დიაგნოზი აქვს, მათ შორის – ანორექსია და კუნთების ატროფია. ნახსენებია ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციაც – დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს სამედიცინო დახმარება ციხის გარეთ.

სტატიაში საუბარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც – თბილისში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა ჯონ ფერმა განაცხადა, რომ აშშ თვლის, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილის ადამიანის უფლებების დაცვა და ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება: “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. ჩვენ გავაგრძელებთ ადვოკატირებას, რათა ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ფერის განცხადებაში.

სტატიაში განხილულია საქართველოს მმართველი პარტიის პოზიციაც. მედია მასზე წერს, რომ “ქართული ოცნება”, რომელიც სულ უფრო პრორუსულ პოზიციებს იკავებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს”.

 

წყარო: „მთავარი არხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved