Facebook-ი სისტემაში ახალ, „მზრუნველ ლაიქს“ ამატებს (care reaction) – ემოჯი, რომელიც გულს ეხუტება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Verge-ი ავრცელებს.
კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ახალი რეაქციის ემოჯით, ადამიანები უფრო მეტად იგრძნობენ კავშირს ერთმანეთთან პანდემიის დროს.
„მზრუნველი ლაიქი“ მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალ წვდომაში უკვე მომავალი კვირიდან იქნება.
კომენტარები