„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.
საია 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში მის გაძევებას უწოდებს კონვენციის „მძიმე და მანიპულაციურ დარღვევას“, რომელიც „გამოიყენეს როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამაგალითო დასჯის ინსტრუმენტი“.
„სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და გამოიყენა გაძევება ექსტრადიციის აკრძალვის ფორმალური გვერდის ავლისთვის“, – აცხადებს საია.
ორგანიზაციის თანახმად, ადამიანის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება, – როდესაც ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მას წარმოშობის ქვეყანაში შეუქცევადი ზიანი შეიძლება ემუქრებოდეს, – „შეიძლება იწვევდეს ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასაც“.














კომენტარები