• რეკლამა
  • კონტაქტი
15:12, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპელი ლიდერები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ალია ავტორი - ალია
09:44 12-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

ევროპელი ლიდერები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ლიდერები მიესალმებიან მნიშნველოვან პროგრესს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.

ისინი ასევე მიესალმებიან პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპის გუნდებს შორის, აგრეთვე ევროპულ გუნდებს შორის, ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში მჭიდრო მუშაობას.

ასევე, ისინი თანხმდებიან, რომ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ითანამშრომლონ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ევროპის უსაფრთხოებას დაიცავს.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა უფრო ფართო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. როგორც აშშ-ის, ასევე, ევროპელი ლიდერები იღებენ ვალდებულებას, რომ ერთად იმუშაონ უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის მხარდამჭერი ზომების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამი განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ვალდებულებებია:

უკრაინისთვის მდგრადი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევა მისი შეიარაღებული ძალების განვითარების მიზნით, რომლის რაოდენობაც მშვიდობის პერიოდში 800 000 უნდა დარჩეს, რათა შეძლოს კონფლიქტის შეკავება და უკრაინის ტერიტორიის დაცვა.

ევროპული ხელმძღვანელობით „უკრაინის მრავალეროვნული ძალა“, რომელიც შედგება მსურველი ქვეყნების კონტრიბუციებით „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში და მხარდაჭერილი იქნება აშშ-ის მიერ. იგი ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას, უკრაინის ცისა და უსაფრთხო წყლების დაცვას.

აშშ-ის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმი საერთაშორისო მონაწილეობით, რათა ნებისმიერი მომავალი თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილება უზრუნველყოფილი იყოს.

იურიდიული ვალდებულება, ეროვნული პროცედურების დაცვით, მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად შესაბამისი ზომების მიღების შესახებ. ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს შეიარაღებული ძალის გამოყენებას, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ასევე ეკონომიკურ და დიპლომატიურ მოქმედებებს.

უკრაინის მომავალ კეთილდღეობაში ინვესტიციების ჩადება, მათ შორის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის რესურსების გამოყოფა, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებების დადება და რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებლობის გათვალისწინება. ამის ფარგლებში, ევროკავშირში არსებული რუსული სუვერენული აქტივები გაყინულია.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.

„ლიდერები მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ ზელენსკის და თანხმდებიან, რომ მხარს დაუჭერენ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ის კონკრეტული საკითხების შესახებ მიიღებს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს, როდესაც ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები ძალაში იქნება“, – აცხადებენ ევროპელი ლიდერები.

განცხადებას ხელს აწერენ: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved