ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ, რუსულ გაზზე დამოკიდებულებასა და უკრაინის დაცვას შორის არჩევანი გააკეთონ. ამის შესახებ მან ლონდონის ლორდ-მერის მიერ გამართულ ბანკეტზე გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეგობრები მიხვდებიან, რომ მალე მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება გიგანტურ ახალ მილსადენებში რუსულ ნახშირწყალბადებზე უფრო მეტ დამოკიდებულებასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვასთან ერთად უკრაინის დაცვას შორის“, – განაცხადა ჯონსონმა.
ამრიგად, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, შეზღუდოს მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის გავლით მილსადენებიდან, თუ ევროპის ქვეყნები უკრაინის დასაცავად თავიანთ განზრახვებს დაიცავენ.
ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ “როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ჩვენ გვინდა, რუსეთის მტრები ვიყოთ და არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, როგორმე ამ დიდებული ქვეყნის იზოლაცია მოვახდინოთ“, არამედ იმიტომ, რომ „ჩვენ გვაქვს ვალდებულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ, რომელსაც ახლა ევროპის კონტინენტის უზარმაზარი მასები იზიარებენ”.
კომენტარები