• რეკლამა
  • კონტაქტი
12:03, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირი „იმედისა“ და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას განიხილავს – რიკარდ იოზვიაკი

ალია ავტორი - ალია
15:50 10-04-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
450

ევროკავშირი სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების, „იმედისა“ და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

მისი ცნობით, ევროკავშირი „იმედის“ და POSTV-სთვის შეზღუდვების დაწესებას რუსეთის ჰიბრიდული საფრთხის გამო განიხილავს.

კერძოდ, 2024 წლის 8 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო შემზღუდავი ზომების ჩარჩო რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების საპასუხოდ.

სანქციების რეჟიმი მიმართულია იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრის ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას. სანქციების რეჟიმი ასევე მიმართულია იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მესამე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ ჰიბრიდულ საქმიანობაზე.

2025 წლის მაისში ევროკავშირმა გააფართოვა შემზღუდავი ზომების ფარგლები, რათა უზრუნველყოს კონტროლი რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობასთან დაკავშირებულ მატერიალურ აქტივებზე, ასეთი საქმიანობის ფინანსურ სპონსორებზე და დეზინფორმაციაში ჩართული რუსული მედიასაშუალებების სამაუწყებლო ლიცენზიების შეჩერებაზე.

დღეს, 3 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ საბჭომ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ ინდივიდუალური შემზღუდავი ზომები ერთი წლით, 2026 წლის 9 ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს, რუსეთის მიერ ჰიბრიდული საქმიანობის გაგრძელების გათვალისწინებით, მათ შორის ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წინააღმდეგ უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) გამო.

რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის გამო, ამჟამად სანქციები 47 ფიზიკურ და 15 იურიდიულ პირზე ვრცელდება. სანქციები ითვალისწინებს მათთვის აქტივების გაყინვას, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved