• რეკლამა
  • კონტაქტი
05:50, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროინტეგრაციის კომიტეტის ე.წ. თავმჯდომარეს, ლევან მახაშვილს ვარშავაში შეხვედრაზე მიწვევა გააუქმეს

ალია ავტორი - ალია
22:13 12-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,303

პოლონელმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე ,,ოცნების” პარლამენტის ე.წ. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ლევან მახაშვილისთვის გაგზავნილი მიწვევა გააუქმეს.

აგნიესკა პომასკა პლატფორმა X-ზე წერს, რომ ტომაშ გროდცკისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ივანიშვილის გუნდის წევრებმა ვარშავაში, 2025 წლის 26-27 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღონ.

ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც დემოკრატიის უკანდახევას უკავშირდება. საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე ქმედებები მავნე გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სტანდარტებს და საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან აშორებს.

ეს ქმედებები, საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების შემდეგ გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ, დეტალურად არის აღწერილი ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუციაში. საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ამჟამად შეჩერებულია. ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ხელისუფლების მიერ არჩეულ მიმართულებას და ეს ნათლად და ხმამაღლა გამოხატა მასობრივ დემონსტრაციებში მონაწილეობით.

ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტში შესვლაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არც თავისუფალია და არც სამართლიანი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუციის შემდეგ, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ფორმალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, დარწმუნებული ვართ, რომ ქართველმა პარლამენტარებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა მომავალ შეხვედრაში, COSAC-ის თავმჯდომარეთა 2025 წლის 26-27 იანვარს ვარშავაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამჟამად არ შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრები გაიმართოს, რადგან საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს არღვევს. 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პოზიციას გაიზიარებთ და მხარდაჭერას გამოუცხადებთ”. – წერია განცხადებაში.

პოლონეთის პარლამენტის ქვედა და ზემო პალატის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ ლევან მახაშვილისთის გაგზავნილი მოწვევის გაუქმების მთავარი მიზეზი ივანიშვილის გუნდის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერებაა.

გადავწყვიტეთ, უკან გავიხმოთ ეს მოწვევა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროინტეგრაციაზე. უარესდება სიტუაცია ხალხისთვის, ვინც საქართველოს ქუჩებში დემოკრატიისთვის იბრძვის. მათ მხარეზე ვართ, ვინც იცავს დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ევროპულ საზოგადოებაში“, – ნათქვამია განცხადებაში. (ტვ პირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved